RSS

Daily Archives: 27/08/2014

გარდაიცვალა ცნობილი გეოგრაფი რამინ გობეჯიშვილი

 

რამინსაქართველოს ღირსების ორდენის მფლობელი, თსუ–ს პროფესორი,  ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გლაციოლოგი და გეოეკოლოგი რამინ გობეჯიშვილი გარდაიცვალა.მისი წვლილი გეოგრაფიის შესწავლის საკითხებში შეუფასებელია. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა, როგორც გამყინვარების ევოლუციაზე, ასევე სატყეო სექტორის განვითარებაზე. მან თავის სფეროში უამრავი წარმატებული პროფესიონალი აღზარდა.

Read the rest of this entry »

 

შსს-ს მაშველებმა დარიალის ხეობაში ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

დარიალიშსს-ს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა რამდენიმედღიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიების შედეგად დარიალის ხეობაში, მეწყერის შედეგად დარიალჰესის გვირაბში ჩამოშლილი მიწის მასაში მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

Read the rest of this entry »

 

მოსკოვის გამზირის სკვერში ხეები ხმება

naZviმოსკოვის გამზირზე არსებულ სკვერში, ბოლო თვეების განმავლობაში ერთი ნაძვი მთლიანად, რამდენიმე კი ნაწილობრივ გახმა – გვატყობინებს მოსკოვის განზირის ერთ-ერთი მკვიდრი. “როგორც ჩანს, დაავადება, რომელიც ამ ნაძვებს ახმობს, საკმაოდ პროგრესირებადია, გაზაფხულზე ჯერ კიდევ მწვანე ხე უკვე აგვისტოს ბოლოსთვის სრულიად გამხმარია. მაინტერესებს, რომელ სამსახურს ეხება ამ პრობლემის მოგვარება, ვინაიდან თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, მომავალი ზაფხულისთვის სკვერში ჯანმრთელი ნაძვი აღარ იქნება… გასახმობად განწირულ ხეებზე კი ჯერჯერობით არავინ ზრუნავს. ” – გვწერს სამი შვილის დედა.

Read the rest of this entry »