RSS

გარდაიცვალა ცნობილი გეოგრაფი რამინ გობეჯიშვილი

27 Aug

 

რამინსაქართველოს ღირსების ორდენის მფლობელი, თსუ–ს პროფესორი,  ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გლაციოლოგი და გეოეკოლოგი რამინ გობეჯიშვილი გარდაიცვალა.მისი წვლილი გეოგრაფიის შესწავლის საკითხებში შეუფასებელია. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა, როგორც გამყინვარების ევოლუციაზე, ასევე სატყეო სექტორის განვითარებაზე. მან თავის სფეროში უამრავი წარმატებული პროფესიონალი აღზარდა.

1995 წ. გახდა გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა: საქართველოს თანამედროვე მყინვარები და ევრაზიის მთებში გამყინვარების ევოლუცია. 1979 წ. – გეოგრაფიის მეცნირებათა კანდიდატი. სადისერტაციო თემა: მთიანი რაიონების თანამედროვე რელიეფწარმომქმნელი პროცესების კვლევა სტერეოფოტო-გრამმეტრიული მეთოდებით. 1969-1972 წ.წ. – ასპირანტურა. მოსკოვის გეოგრაფიის ინსტიტუტი. 1959-1964 წ.წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: პედაგოგიური: 2006 წლიდან დღემდე თსუ-ის სრული პროფესორი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიისა და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის მიმართულების ხელმძღვანელი. 2003-2006 წ.წ. – თსუ-ის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგე. 1995-2003 წ.წ. – გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი. 1980-1995 წ.წ. – თსუ-ში მიწვევით საათობრივი ანაზღაურება, ლექციები გლაციოლოგიაში, აეროკოსმოსური მეთოდები გეომორფოლოგიაში. სამეცნიერო: 2009 წლიდან დღემდე თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 2007 წლიდან თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 2005-2007 წ.წ. – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. 2000-2003 წ.წ. – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილების გამგე. 1986-2006 წ.წ. – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1981-1986 წ.წ. – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის აეროკოსმოსური მეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1979-1981 წ.წ. – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1965-1979 წ.წ. – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი. ექსპედიციები: მონაწილეობდა გლაციოლოგიურ და გეომორფოლოგიურ ექსპედიციებში (ევრაზიის კონტინენტზე). 1965 – 2012 წლებში კავკასიის რეგიონში (ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიონი, კოლხეთის დაბლობი, სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, სომხეთის მთიანეთი). 2003 წ. – აღმოსავლეთ ანატოლია. 1991 წ. – ჰიმალაიში (ცენტრალური ჰიმალაი, ჯომოლუნგმა – შიშაპანგმის მონაკვეთი) და ცენტრალური ტიბეტი. 1990 წ. – სინო-ტიბეტის მთები. 1990 წ. – ტიანშანი. 1984 წ. – ალტაი. 1983 წ. – კოპეტდაღი (ქოფეთდაღი). 1982 წ. – კამჩატკა. 1978 წ. – შპიცბერგენი (სვალბარდი, ნორვეგია). 1972 წ. – ზაილის ალათაუ (მდინარეების დიდი და პატარა ალმაატინკები, მყინვარ. ტუიუქსუ). 1967 წ. – პამირში (მდ. მუქსუს და მდ. ობიხინგოუს ხეობებში). სამეცნიერო გრანტები: 2010-2013 წ.წ. – საქართველოს მთიან რეგიონებში გარემოსა და სოციალურ პროცესებს შორის მრავალმხრივი ურთიერთკავშირის ანალიზი. დარგობრივი კვლევა მდგრადი მიწათსარგებლობის, მიწის განვითარებისა და ცხოვრების დონის უზრუნველყოფისათვის. (AMES, გერმანია). 2009-2012 წ.წ. – მყინვარ ზოფხიტოს მასის ბალანსის მონიტორინგი. საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. (ხელმძღვანელი). 2007-2009 წ.წ. – კავკასიაში კლიმატის ცვლილება, მყინვარების დინამიკა და ჩამონადენის მოდელირება. INTAS. (ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან). 2006-2009 წ.წ. – საქართველოს ნაციონალური ატლას. საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის. (ხელმძღვანელი). 2006-2007 წ.წ. – საქართველოში დაცული ტერიტორიის განვითარება.(მონაწილე). 1999-2006 წ.წ. – სატყეო სექტორის განვითარების პროექტი. მსოფლიო ბანკი (მონაწილე). 1994-1995 წ.წ. – საერთაშორისო ,,The Former USSR Mountain Glacier Fluctuations in the Littele Ice Age” (შესრულდა მოსკოვის გეოგრაფიის ინსტიტუტში). 1993 წ. – WWF-ის პროგრამაში, სადაც დაწერა ანგარიში აღმოსავლეთ კავკასიონისა და ივრის ზეგნის რელიეფის შესახებ. 1993-2002 წ.წ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტები (ხელმძღვანელი). შრომები: 9 მონოგრაფია, 120 სტატია, აქედან ქართულად – 58, რუსულად – 47, ინგლისურად – 15. 2000 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი

ეკოფაქტი უთანაგრძნობს მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s