RSS

წითელ წიგნში შეტანილი დამბაშის კანიონი

29 Aug

qvaTacvenaწალკის მუნიციპალიტეტში ადრე მდინარე ქცია ყოფილა, რომელიც ახლა თითქმის აღარ მოედინება. აქ წალკის წყალსაცავიცაა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი დაშბაშის კანიონია, რომელიც  წითელ წიგნში 1983 წელს შეიტანეს და უკვე მეორე წლია დაშბაშის კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს. თუმცა აქ ტურისტული მარშრუტები არ არის დაგეგმარებული. თუმცა უმშვენიერესი დასასვენებელი ადგილებია.

algeTis wyalsacavi 004გეოგრაფის გიორგი დვალაშილის თქმით, აქვე ჩამოედინებოდა ჩანჩქერი, რომლის ვარდნაც 50 მეტრს აღწევდა წლების წინ, ახლა კი დამშრალი დაგვხვდა. ჩანჩქერების დიდი ნაწილი გვალვის გამო, აღარ გადმოედინება. ჩვენი იქ ვიზიტისას კანიონის ტერიტორიაზე მოწყდა რამოდენიმე ტონიანი ლოდი. საკმაოდ დიდი მასივი ჩამოვარდა. დვალაშვილის განცხადებით, ასეთი პოცესები ამ ხეობაში ძალიან ხშირია. ესაა ქვათაცვენის ძალიან საინტერსო და უნიკალური მოვლენა.

ამ ტერიტორიაზე ფიჭვის ხეები სავალალო მდგომარეობაშია, მასიურადაა მოდებული მწერები. ძამას ხეობაშიც იგივე მდგომარეობა, ყაზბეგშიც, თუშეთშიც. ფიჭვის პატარა ხეებიც კი ნადგურდება. “ეს პრობლემა ფუნდამენტურად არაა შესწავლილი, – ამბობს გიორგი დვალაშილი, – აგვისტოს დასაწყისში უკვე მასიურად იყო ხეები გამხმარი. ეს დროზეა მოსაგვარებალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება გარემო.”

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s