RSS

ხეების სასაფლაოს გავლით, ჭალაათის მყინვარისკენ

01 Aug

Walaati 002ოლიკო ცისკარიშვილი

დღე მეორე: მესტია ჭალა, მდინარე მეხსირი, რომელიც ყველაზე გრძელი მდინარეა, ჭალაათის ხეობაში კიდევ ერთი მდინარე. ამ მდინარეების შეერთების შემდეგ მესტიაჭალის ხეობაა. დილაუთენია ავიყევით ჭალაათის მწვერვალისკენ გზას.

გზად უზარმაზარი ლოდები გვხვდება, ეს მყინვარიდან ჩამოტანილი ლოდებია – გვიხსნის პროფესორი გიორგი დვალაშილი. ამ ლოდების შესწავლისას დადგინდა, რომ ეს ლოდები კავკასიონიდანაა ჩამოტანილი. ერთ-ერთ ლოდის სიმაღლე 14 მეტრია. ამ ლოდების არსებობა,  იმის დასტურია, 4-5 საუკუნის განმავლობაში, როგორ შემცირდა მყინვარი.

ჭალაათის მყინვარი, რომლისკენაც გულდასმით მივიწევდით, წვიმის მიუხედავად,  გამორჩეული მყინვარია და ტყის ზონაში მთავრდება. მყინვარისკენ მიმავალ გზაზე უამრავი უცხოელი ტურისტიც შეგვხვდა.

myinvarisken 003ბოლო მონაცემებით, 1880 მეტრი  ეწერა ენციკლოპედიაში, თუმცა  ბოლო 22 წლის განმავლობაში, მყინვარმა  ზევით აიწია და  წელს, გეოლოგების კვლევების თანახმად, მყინვარის უკან დახევის მაჩვენებელი  12,5 მეტრი იყო. თუმცა წინა წლებში დაფიქსირდა 15-17 მეტრიანი უკან დახევაც.

ჭალაათის მყინვარამდე მისასვლელი გზა არც ისე რთულია, და ტურისტებისთვისაც სახალისო მარშრუტია, მდინარიდან ამოვარდნილი ოხშივარს მნახველი გულგრილად ვერ ჩაუვლის. ჩვენი სტუმრობისას იქ ჰაერის ტემპერატურა მხოლოდ 18 გრადუსს აღწევდა და მყინვარამდე მისასვლელი გზაც ისე გავიარეთ, რომ დაღლაც არ გვიგრძვნია. თუმცა გზად ხშირად ვჩერდებოდით და ტყეში გაჩენილ მავნებლებსა და მწერებს ვაკვირდებოდით, რომელიც თითქმის მთელ ტყესაა მოდებული. ზოგ ადგილებში ხეები ძირფესვიანადაა წაქცეული და ზოგ ადგილას კი სოკოვანი დაავადება ცოცხლად ჭამს ახოვან ფიჭვებს. მოგვიანებით, ჩემმა კოლეგა ლაშა ზარგინავამ ამ გზას ხეების სასაფლაო უწოდა.

გიორგი დვალაშვილის თქმით, ზოგიერთი მეცნიერი ხეების დაავადებას  კლიმატის ცვლილებებს უკავშირებს. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი აქტუალური არ იყო 20-30 წლის წინ, ამ ბოლო დროს გაჩნდა, კლიმატის ცვლილების შედეგად მწერები, მათთვის ხელსაყრელ პირობებში გაჩნდნენ. ხეები ტყდება ან ძირფესვიანად იქცევა. ასეთი მოტეხილი ხეების ტყიდან გატანა აკრძალული. თუმცა, ეს ხეები რომ გაიტანონ უკეთესიც იქნება. ახლის მოჭრას და ტყეში კი მათ დალპობას, ჯობია მოსახლეობამ გამოიყენოს ზამთარში. ალაბთ, სახელმწიფო დაუშვებს გამონაკლისს, რომ ამგვარად წაქცეული ხეები მოსახლეობას გაატანინონ ტყიდან.

tye 00003გზად ისევ გვხვდებოდა უზარმაზარი ლოდები და ქვები. “ამ ქვების მეშვეობით შეგვიძლია შევაფასოთ მყინვარის მოძრაობა. ათი ათასი წლის წინ, მესტიაში, მყინვარი,სასტუმრო თეთნულდთან იყო. ზოგიერთი მყინვარი, სვანეთში, წელიწადში 10-15 მეტრით იხევს უკან. ეს არაა შეუქცევადი პროცესი, შეიძლება მყინვარი წინ წამოვიდეს, ასე მოხდა გასული საუკუნის წინ 70-იან  წლებში. ამ პროცესებში ადამიანის ფაქტორიც ერევა და წინაწარ ვერავინ ვერაფერს განსაზღვრავს, – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის შედეგად ტყის ზონაც შეიცვალა და ტყის ფართობმაც მოიმატა. კლიმატი რომ შეიცვალა და მყინვარმა უკან დაიხია, ტყის ფართობმაც მოიმატა. ეს მყინვარი ყველაფერთან ერთად იმითაა უნიკალური, რომ ამიერკავკასიაში არც ერთი მყინვარი ასე დაბლა არ ჩამოდის და ტყის ზონაში არ ჩამოდის.

“სხვაგან სადაც მყინვარებია ტყე არსად არაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ხეობა ეკოტურიზმის ყველაზე მიმზიდველი და პოპულარული ხეობა და მარშტური გახდება. ამის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქ კი დადიან ტურისტები, მაგრამ თვითნებურად,” – ამბობს პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

მყინვარ ჭალაათს, ბოლო ორმოცდაათი წელია, ინტენსიურად აკვირდება და სწავლობს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქ დეტალურ კვლევებს აწარმოებს. “კლიმატის ცვლილების თვალსაჩინო გამოვლინება მყინვარი ჭალაათი წარმოადგენს. მყინვარი ჭალაათი ათასი წლის წინ  უერთდებოდა მყინვარ ლეხსირს და ერთად ჩადიოდნენ დაბა მესტიამდე. ეს მონაკვეთი მთლიანად  8 კილომეტრს წარმოადგენს. ჩვენ ვიყავით 1890 მეტრზე, (მე კი, უფრო მაღლა – 1900 ნიშნულს ავცდი🙂, – გვიყვება გიორგი დვალაშვილი.

მყინვარიდან უკან წამოსულები, მივადექით მყინვარის მარკას, რომელზეც ეწერა – 1974 წელი. დვალაშვილის თქმით,  აქედან ხდებოდა მყინვარის შესწავლა. 1974 წელს მყინვარი დაახლოებით ამ მონაკვეთზე იყო და 40 წლის განმავლობაში  საშუალოდ 300-400 მეტრით უკან დაიხია. ეს იმას ნიშნავს რომ 1974 წელს აქ ხე არ იყო. დღეს უკვე ამ წერტილიდან დაახლოებით 400 მეტრამდე მანძილია მყინვარამდე და ეს მანძილი ტყითაა დაფარული.

myinvarisken 006მდინარე ჭალაათის ხეობა და ჭალაათის მყინვარი ტურისტული რესურსების შეფასების შემთხვევაში, ძალიან დიდ პოტენციალს მოიცავს. აქ ძალიან ბევრი ტურისტი მოძრაობს . თუ უფრო გეგმაზომიერად იქნება ეს ტერიტორიები იყოს დამარკული და ამ ხეობაში იყოს გლაციალური პარკი, სადაც ვიზიტორებს ექნებათ საშუალება იმოძრაონ.

 

სტატია მომზადდა პროგრამის “სქართველოს რეგიონეში კლიმატის ცვლილებისადამი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია ფარგლებში”. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხრდაჭერით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s