RSS

ანაკლიას სხვა ნაკლი აქვს

04 Aug

anaklia 019ოლიკო ცისკარიშვილი

დღე მესამე:

მშვიდობის ხიდი, რომლის სიგრძე თითქმის ერთი კილომეტრია, გადაჭიმულია მდინარე ენგურსა და შავი ზღვის შესართავთან… (ადგილობრვების თქმით, ანაკლიიდან ორ კილომეტრში უკვე აფხაზეთში ვართ.)

სწორედ, აქ უერთდება მდინარე ენგური შავ ზღვას. აქ, მდინარე, შავი ზღვის ტალღების დარტმის გამო, თითქოს უკან იწყებს სვლას… სტატიას არ ვწერ იმიტომ, რომ ყბადაღებული და საზოგადოების განსჯის საგანი ახლა, სწორედ ანაკლიაში დაგეგმილი ჯაზ-ფესტივალი კაზანტიპია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი ფესტივალების ჩატარებით, საქართველოს ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სასურველ ნიშნულემდე ადის.

თუმცა, ეს ალბათ სხვა თემაა და სხვა დროს, შეიძლებადაიწეროს კიდეც ეკოფაქტის გვერდზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ გაშმაგებული ფესტივალის მზადების მიუხედავად, სანაპირო ზოლი საშინლად დაბინძურებულია და დამსვენებლებიც ანტისანიტარიაში ირუჯებიან. მდინარის შესართავთან ბანაობა სასტიკად აკრძალულია, თუმცა გამაფრთილებელი აბრა მხოლოდ ქართულ ენაზეა.

anaklia 012ანაკლიაში, საქართველოს თითქმი ყველა კუთხიდან შეკრებილი ოცი ჟურნალიტი, იმიტომ ჩავიდა, რომ შეესწავლა კლიმატიც ცვლილებების გავლენა ანაკლიის სანაპირო ზოლზე.

სპეციალისტთა თქმით, დაახლოებით 5 ათასი წლის წინ, კოლხეთის დაბლობის დიდი ტერიტორია იყო ზღვით დაფარული. მდინარეს, დიდი ხნის განმავლობაში, ჩამოჰქონდა ქვა-ღორღი და იქმნებოდა სანაპირო.

“ანაკლიაში, სანაპირო ენგურის მიერ ჩამოტნილი ნაშალი მასალითაა შექმნილი. ფოთის შემთხვევაში ზღვამ შემოიწია ორი კილომეტრით, იპოდრმის წაიღო. აქ კი ერთი კილომეტრით შემოიწია.  სოფელი ადლია ზღვის დონიდან დაბლა იყო, და ისიც ზღვამ წაიღო. აქ ზღვა შემოდის ხმელეთში და საშიშროებას უქმნის ნაპირს. თუ მდინარე მაგანაზეც დაიწყება ჰესების მშენებლობა, ამ ტერიტორიის გარეცხვა გარდაუვალი იქნება. ეს ახალი ბულვარიც წყალს ქვეშ მოექცევა. იმედია რომ ჰუდონისმაგვარად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება.

აქ ტალღა გვერდულად ურტყავს და როცა ტალღა გვერდულად ურტყავს, პირდაპირ ჭრის ნაპირს.  ძლიერი ღელვის დროს, ლეწავს ყველაფერს. აქ, კურორტის აშენების არანაირი კვლევა არაა ჩატარებული. არაა გამოკვლეული რამდენად საშიშია სანაპირო ზოლზე მშენებლობები”, – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

anaklia 017მისივე თქმით, მაგანის ხეობის მაგივრად სხვა ხეობებში, რომ გაკეთდეს უკეთესი იქნებოდა. მისი მტკიცებით, საქართველოში 26 ათასი მდინარეა და მარტივად შეიძლება ისეთი მდინარეების მოძებნა, სადაც შეიძლება ჰესები აშენდეს და პრობლემებს არ შექმნის.

“იგეგმებოდა, რომ ლაზიკა და ანაკლია ერთმანეთს შეერთდებოდა – ყულევამდე ჩავიდოდა. თუმცა ჭაობების დაშრობები არ შეიძლება, ჭურიას ჭაობი არის დაცული (ჭარბტენიანი ტერიტორიების კონვენციით). კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიებზე შედის ზღვის ეს პატარა მონაკვეთი.  ზღვაში არ შეიძლება იმოძრაონ გემებმა და ა.შ. გარემოზე ზემოქმედების ფაქტები არაა გათვალისწინებული. ჭაობი ნაპირსაც იცავს, გადამფრენ ფრინველებისთვისაც უმნიშვენლოვანესია და ა.შ.” – ამბობს დვალაშვილი.

მისი თქმით, ერთი პრობლემა კიდევ რაც შეიძლება იყოს, მდინარე ხობზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობაა. მათი აშენების შემთხვევაში, ის ნაშალი მასალაც ვეღარ ჩამოვა. ეს არის ერთადერთი მდინარე, რომელსაც ყველაზე დიდი ნაკადი მოაქვს.  თუ მდინარეს ამ ნაშალი მასალის ჩამოტანას აუკრძალავ, დაიწყება ნაპირის დატბორვა. შეიძლება ეს არ გამოჩნდეს 50 წელიწადში, მაგრამ ას წელიწადში აუცილებლად ამ შედეგს მივიღებთ.

“აქ, ენგურს, რომ არ ჩამოაქვს ნაშალი, ნაპირი წაირეცხა. შავი ზღვის აკვატორიაში არსებულ მდინარეებზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არის რისკიანი. ამის შეფასება უნდა მოხდეს ძალიან ფუნდამენტურად, ” – აცხადებს პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

anaklia 020

სტატია მომზადდა პროგრამის “სქართველოს რეგიონეში კლიმატის ცვლილებისადამი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია ფარგლებში”. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხრდაჭერით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s