RSS

დარიალის ხეობაში საძიებო-სამაშველო ოპერაციები გრძელება

18 May


0000001შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის ზონაში საძიებო-სამაშველო სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მინისტრმა საგანგებოდ შექმნილ შტაბში თათბირი ჩაატარა. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სასაზრვრო ჯარების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და სხვადასხვა სამაშველო ჯგუფების ხელმძღვანელები. შსს-ს მაშველებს სამაშველო სამუშაოების წარმოებაში ეხმარებიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.



მაშველებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს ყაზახ, უკრაინელ და ბელორუს 16 მძღოლს, რომლებიც 17 მაისს ჩატარებული სამაშველო სამუშაოების შედეგად მეწყერის ზონიდან გამოიყვანეს. მათ ინდივიდუალურად დაურიგდათ პირადი ჰიგიენის ნივთები, პირადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები.

უხცოელი მძღოლების ტრანსპორტირება ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით ვერტმფრენით განხორციელდა, საიდანაც ისინი მათი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანებით გადაკვეთენ რუსეთის საზღვარს.

გეოლოგებისგან შემდგარმა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელშიც მუშაობდნენ გეოლოგები, გეოფიზიკოსები, გლაციოლოგები და გეომორფოლოგები დევდორაკის მყინვარის სათავეები დაათვალიერეს და ღვარცოფის ვიზულური კვლევა ჩაატარეს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s