სახელმწიფოს მიერ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მიზნით, პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი შევიდა. ინიციატივის ავტორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილია, ცვლილებები კი, ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და “სისხლის სამართლის კოდექსში” შედის. სახელმწიფო კონტროლი თეზჭერისა და ნადირობის სფეროში გამკაცრდება.
ცაგარეიშვილის გაუცხადებით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ადეკვატური სახდელი დაეკისრება, ცვლილებები კი, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 86-ე, 222-ე, 239-ე და 249-ე მუხლებში აისახება. Read the rest of this entry »
Monthly Archives: აპრილი 2013
სახელმწიფო ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს
ჩინეთში მიწისძვრას ისევ ელოდებიან – დაღუპულია 200 ადამიანი
ჩინეთის პროვინცია სიჩუანში აფტერშოკი 7 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, ინტენსიურად მეორდება. დაძაბულობა არ იხსნება, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთში შესაძლოა კვლავ განმეორდეს ძლიერი მიწისძვრა, ყვება დედამიწის ფიზიკის ინსტიტიურის, კონტინენტალური სეისმური და პროგნოზების საფრთხეების ლაბორატორიის წარმომადგენელი ალექსეი ზავიალოვი. იტყობინება რადიო “რუსეთის ხმა”. Read the rest of this entry »
კანადის ორი ქალაქი დაიტბორა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
კანადის ონტარიოს პროვინციის ორ ქალაქში ჰანტსვილსა და ბრეისბრიჯში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი თოვლის დნობა და გადაუღებელი წვიმები გახდა, რის გამოც ორივე ქალაქში წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა. Read the rest of this entry »
ახალგაზრდული ეკო-სამიტი
22 აპრილს, 10:00 საათზე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროში ახალგაზრდული ეკო-სამიტი გაიმართება. ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების” (WUGS) ვიცე- თავმჯდომარე მარიამ ხოხობაია გახსნიან. Read the rest of this entry »ტრაგედია ჩინეთში: ელოდებიან ახალ მიწისქვეშა ბიძგებს
ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი იზრდება. სტიქიის მსხვერპლი უკვე 150 ათასზე მეტი ადამიანია, 6 ათასზე მეტი კი დაზარალებული, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს. მაშველები აგრძელებენ ნანგრევებში ადამიანების ძებნას. Read the rest of this entry »
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ორი ათასზე მეტმა ადამიანმა კი სერიოზული დაზიანება მიიღო – იტყობინება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია. Read the rest of this entry »
2182 წელს დედამიწას ახალი ასტეროიდი მოუახლოვდება
ნასას დედამიწის ახლომდებარე ობიექტების პროგრამის ხელმძღვანელის ლინდლი ჯონსონის განცხადებით, ასტეროიდი 1999 RQ36, რომელიც დედამიწას 2182 წელს მოუახლოვდება, სხვა ასტეორიდების საშიშროების ცავლის შემდეგ, დედამიწისთვის მისი მოახლოებაც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. Read the rest of this entry »
“სუფთა მდინარე – სუფთა ზღვა!” არასამთავრობოების საერთო ქმედება შავი ზღვის აუზის გარემოს დასაცავად
პროექტი “სუფთა მდინარე – სუფთა ზღვა!” არასამთავრობოების საერთო ქმედება შავი ზღვის აუზის გარემოს დასაცავად (CRCS). რუმინული ეკო საკონსულტაციო ცენტრი გალათი თავის მოლდაველ, თურქ, ბულგარელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად,პირველი თებერვლიდან დაიწყო პროექტ “სუფთა მდინარე – სუფთა ზღვა” განხორციელება. პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე და ხორციელდება ეკო საკონსულტაციო ცენტრ გალათის (ECCG) კოორდინაციის ქვეშ. Read the rest of this entry »
ყვარლის ტბა
ყვარლის ტბა, თბილისიდან დაახლოებით 149 კილომეტრითაა დაშორებული. ეს უნიკალური კურორტი ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების მთების ქვეშ 260 ჰექტარ ტერიტორიაზეა გადაშლილი. ტბაში მდინარე ბურსასა და ჩაგურგულას წყალი ჩაედინება. გარშემო საუკუნოვანი ტყეებით შემორტყმული ყვარლის ტბის ულამაზესი მთები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. დილის და საღამოს ნისლიანი მთების აჩრდილი ტბაზე საამური ლივლივებს და ყოველ ჯერზე ეს სანახაობა წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. Read the rest of this entry »
ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღე
ამ დღესასწაულის დევიზი ეს სიტყვები გახდა: “შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული სამშობლო”.
ეს დღე 1982 წელს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს ასამბლეამ დაამტკიცა და მსოფლიოში 1984 წლიდან 18 აპრილს აღინიშნება. Read the rest of this entry »




