RSS

საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი

14 აპრილი

ekali 0001ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს რეგიონები განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებების ნეგატიური გავლენის მიმართ, რომელიც იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს, ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დეგრადაციას და შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე,

მდინარე ალაზნის ხეობა ეროზიული ხეობაა, სოფელი ერისიმედი ოფიციალურად სიღნაღის რაიონიშ შემადგენლობაში შედის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სოფელში ისე ვერ შეხვალთ, სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოში რეგისტრაცია თუ არ გაიარეთ… ასე მოხდა ჩვენი სტუმრობის დროსაც. საზღვარი, სოფლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია, თუმცა მესაზღვრეები სოფელს მუდმივად აკონტროლებენ და სოფელში მუდმივად მოძრაობენ. მესაზღვრეების თქმით, სოფელი სადაო ტერიტორიაზეა. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვარი სოფლის შუაში გადის, დღეის მდგომარეობით, კი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მავთულხლართები დასახლებული პუნქტიდან ათ მეტრში აქვთ გავლებული, სწორედ, ძველი  სკოლის შენობის შემდეგ იწყება მათი საზღვარი, საზღვარი მდინარეზეც კია გავლებული. მდინარეზე შეკოწოწებული ხის მასალა, იმას მოწმობს, რომ იქით გადასვლის უფლება ადგილობრივებს აღარ აქვთ.

bochola 001საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების საერთო სიგრძე 2 148 კილომეტრია. აქედან 446 კილომეტრია აზერნაიჯანთან. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 1993 წლიდან მუშაობს. 17 წლის განმავლობაში საზღვრის დაახლოებით 65 პროცენტი (300 კმ) დაზუსტდ, თუმცა საზღვარი დღემდე დადგენილი არ არის.

ადგილობრივებს, გარდა სხვა სოციალური პრობლემებისა, რომელზეც ქვევით ვისაუბრებთ, ყველაზე მეტი პრობლემა მდინარე ალაზნისგან აქვთ, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის გასწვრივ მოედინება. მას კალაპოტის მეანდრიდობა ახასიათებს – მარჯვენა ნაპირის გასწვრივ ინტენსიურად განვითარებული გვერდითი ეროზიის შედეგად ბევრ უბანზე ცდილობს გაჭრას სწორხაზოვანი კალაპოტი. ამიტომ მომავალში გაურკვეველი იქნება, თუ რომელ სახელმწიფოს დარჩება ახალი კალაპოტებით მოკვეთილი მიწის ფართობი.

გზა სოფლამდე ფაქტობრივად არ არსებობს, იქამდე მისასვლელი გზა ისეა გაფუჭებული, რომ  რამდენიმე კილომეტრიანი გზის დაფარვას საათები მოვანდომეთ, თუმცა არც სოფელში დაგვხვდა სახარბიელო მდომარეობა. ერთადერთი, შარშან აშენებული სკოლის შენობა, სადაც ამჟამად 75 მოწაფე სწავლობს, იძლეოდა იმის იმედს, რომ ერისიმედში სიცოცხლე გრძელდება და ეს საზღვრისპირა სოფელი, მართლა პატარა იმედივით დგას.

“მდინარე ნაპირებს რეცხავს და სულ სოფლისკენ მოდის,” – წუხან ერისიმედელები, სადაც, ამჟამად 82 ოჯახი ცხოვრობს.

მათი თქმით, ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები შარშან გააკეთეს… მიწა სულ წაიღო. მდინარე ნელ-ნელა სოფლისკენ იწევს, ნაპირსამაგრი სამუშაოებია ისევ გასაკეთებელი.

“ეს მდინარე იმხელაზე დიდდება, 2004 წელს, მთელი სოფელი დატბოტა, შემოვარდა სახლებში, სარდაფებში, გადაავსო სახლები… ეს მიწები რაც არის ტრაქტორებით აიხვეტა. არადა წვიმა გაგრძელდა 15-20 წუთი… კიდევ დიდხანს რომ გაგრძელებულიყო,  მთელ სოფელს წალეკავდა… საჭიროა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება,” – ამბობს 53 წლის ეკომიგრანტი ჯუმბერ სურმანიძე, რომელიც 90-იან წლებში მთიანი აჭარიდან სტიქიური უბედურების შემდეგ სხვა ოჯახებთან ერთად, აქ დასახლდა.

ადგილობრივების თქმით, მთავარი პრობლემაა ისაა, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც უნდა ჩატარდეს. ეს კი სახელმწიფოთა შორისი მოლაპარაკებების პრეროგატივაში შედის.

“არის იმის შესაძლებლობა და საშუალება რომ ამ მხრივ კარგი ღონისძიებები დაიგეგმოსს. მდინარე ალაზნის პირას ინტენსიურადაა მცენარეული საფარი გაჩეხილი. იქ კი  არ უნდა გაიჩეხოს, პირიქით უნდა აღდგეს, რაც არ უნდა რკინა-ბეტონი ჩაისხას, რაც არ უნდა ბევრი ნაგებობა გაკეთდეს, მდინარე ალაზნის ხეობაში ეს უფრო იმუშავებს – გამწვანება.

მდინარე ალაზნის ხეობა სხვა მიმართულებით მიდიოდა. ანუ ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია, ყველა მდინარეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახასიათებთ დაუწერეელი კანონი, მარჯვენა მხარით ინტენსირად რეცხავენ ნაპირს, ანუ ეროზიას აწარმოებენ. ამ შემთხვევაში დავიჩაგრეთ ჩვენ. მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირი მოთავსდა ამ ზონაში და ძირითადად იმ  ტერიტორიაზე, სადაც განსახლება მოხდა ხულოს მუნიციპალიტეტიდან, მთიანი აჭარიდან, ძირითადად ეკომიგრანტებით. ეს ყველაზე ნათელი წერტილი იყო 90-იანი წლების პერიოდის, ამ ტერიტორია მოსახლეობა  დასახლდა. ალაზანმა, ბოლო 50 წლის განმავლობაში, თავისი კალაპოტი შეიცვალა. როცა მოსახლეობა მდგრადად დასახლდა, ეს ტერიტორია ამით გამაგრდა, იქ რომ მოსახლეობა არ ყოფილიყო, ამ ტერიტორიას დავკარგავდით, ამის რამდენიმე პრეცენდენტი არსებობს, სამთაწყარო, ჯუმასყურე და სხვა პატარ-პატარა მონაკვეთები, საითაც წავიდა ალაზანი, ისე შეიცვალა საზღვარი. მოსახლეობას, ამ კალაპოტის ცვლილებით უმცირდებათ სახნავ-სათესები და ა.შ. კლიმატის ცვლილება ყველაზე კარგად მდინარე ალაზანზე აისახება,” – ამბობს გიორგი დვალიშვილი, ასოცირებული პროფესორი.

“ღობის იქით ისინი არიან, ღობის იქით რომ გადახვიდე დაგიჭერენ და წაგვიყვანენ. ორი წლის უკან პატარა ბიჭი მოკლეს. საქონელი გადავიდა იქით. ბავშვი არ დაუკვირდა ამას და  17-18 წლის ბიჭი მოკლეს, მანამდე 4-5 ბიჭი დაიჭირეს. 6 თვის შემდეგ გამოუშვეს,” – იხსენებს ჯუმბერ სურმანიძე.

სოფელში ბავშვები მკაცრად არიან გაფრთხილებულები და აღარ ეკარებიან ღობეს. თუმცა საზღვრის გადმოწევის პრეცენდენტები არ ყოფილა, როგორც სხვა საზღვრებზე ხშირად ხდება. “როგორც გაავლეს. ისეა ისევ. აქედან იწყება საინგილო. ჩვენ რომ აქ არ ჩამოვსახლებულიყავით, ეს ადგილი სულ მთლად დაკარგულები იქნებოდა,” – დარწმუნებულები არიან ადგილობრივები და სიამაყენარევი მზერით გვიმზერენ.

თუმცა იმ შენობაში, სადაც ადრე სკოლა იყო, და პირდაპირ საზღვარზე გადის, შეიძლება მომავალში ერისიმედის პატარა ბავშვებისთვის ბაღი გაკეთდეს. გარე სამყაროსგან მოწვეტილი სოფელი მაინც ჯიუტად განაგრძობს საზღვრისპირა ცხოვრებას. ბევრი ახალგაზრდა ისევ აჭარაში დაბრუნდა, ბევრს წასასვლელი არსად აქვს და აქ ქმნის ოჯახებს. ექიმის და ექთნის მადლიერები არიან, თუმცა თუ მძიმე ავადმყოფი ყავთ, სიღნაღიდან იძახებენ სასწრაფოს.

“გზაში ვაგეგებთ-ხოლმე,” – მითრხა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, – “ამ გზაბზე ვიდრე ამოვლენ, გზაში ვაგებებთ-ხოლმე, თუ მძიმე ავადმყოფი გვყავსო. ძირითადად, მეცხოველეობას მივდევთ, ხორბალს ვთესავთ… აქ, რომ მოსავალი მოიყვანო, აქამდე ვინ მოვა, რომ მერე ჩვენი ნაშრომი იყიდოს,” – წუხან ადგილობრივები და იმასაც ჩივიან, რომ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ დადის, არც მარშუტკები, არც ავტობუსები… ალბათ, ბევრს პორბლემასთან იქნება დაკავშირებული ამ პრობლემის მოგვარება, რადგან სოფელი საზღვრის პირას მდებარეობს, თუმცა იქ მაცხოვრებლებიც ანგარიშგასაწევები არიან.

erisimedi 020

მასალა მომზადდა 11-12 აპრილის პროგრამის ფარგლებში: საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში კახეთში სამეცნიერო ჟურნალისტური ექსპედიცია.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითვმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s