RSS

Monthly Archives: მარტი 2013

მექსიკაში ყინვების და ხანძრის გამო, თითქმის 30 ადამიანი გარდაიცვალა

yinulis loloebiჩრდილოეთ მექსიკაში, ყინვებს 28 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ, კვირას, ჩიუაუას მთავრობამ განაცხადა. ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, ადამიანების გარდაცვალების მიზეზი გასათბობი მოწყობილობების არასწორი დამონტაჟებაა, რის შედეგადაც ხანძარი ჩნდება. ხანძრის შედეგად, თითქმის 300 ადამიანი დაზარალდა. Read the rest of this entry »

 

ეკვადორში ვულკანმა გაიღვიძა

vulkani etnaეკვადორის ვულკანი “ტუნგურაია” ამოქმედდა და მიმდებარე დასახლებული პუნქტები ფერფლით დაფარა. ადგილობრივმა, გეოფიზიკის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ვულკანი გასული ხუთშაბათიდან ამოქმედდა. კრატერში, რამდენჯერმე აფეთქებები მოხდა. ვულკანიდან წყალი და ფერფლი რამდენიმე მეტრზე ამოიფრქვა. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 04/03/2013 დუიმი ვულკანები

 

ჩინეთში მიწისძვრამ ათასობით სახლი დაანგრია

miwisZvraდასავლეთ ჩინეთის პროვინცია უნანში, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელმაც  1,4 ათასი შენობა დაანგრია. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება, თუმცა 30 ადამიანმა მიიღო მძიმე ჭრილობები. ჩინეთის ამ დაზარალებულ პროვინციაში სულ 130 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

Read the rest of this entry »

 

გილოცავთ დედის დღეს :)

nushi 001ეკოფაქტი გილოცავთ დედის დღეს… Read the rest of this entry »

 

ხათუნა გოგალაძე და გია ცაგარეიშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევიან

martvili 0083-8 მარტს, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი , აგრარული კომიტეტის, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ქალაქ ბერლინს ეწვევიან. Read the rest of this entry »

 

მექსიკაში ქათმის გრიპის ეპიდემიაა

qaTmis gripiმექსიკაში ქათმის გრიპის ეპიდემია ვრცელდება. გატარებული ფართომასშტაბიანი სანიტარიული ზომების მიუხედავად, ვირუსი უკვე ცენტრალური შტატის 23 ფერმაში დაფიქსირდა.
16 შემთხვევაა დაფიქსირებული ქვეყნის დასავლეთით მდებარე შტატ ჰალისკოში. ფრინველის გრიპთან ბრძოლის ზომების ფარგლებში ფერმერებში, უკვე სამნახევარი მილიონი ფრინველი დახოცეს. Read the rest of this entry »

 

საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია საჯარო ლექციას ატარებს

qaris 2საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაცია 7 მარტს 15:00 სთ-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე, რომლის თემაა ენერგიის განახლებადი წყაროებია. საჯარო ლექციას ჩაატარებს  საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის პრეზიდენტი ამირან ტაბიძე. Read the rest of this entry »

 

ამერიკელი მილიარდერი ასტრონავტ წყვილთა მარსზე გაგზავნას გეგმავს

marsiმარსზე პილოტირებულ ექსპედიციაში, რომელიც 2018 წლისთვისაა დაგეგმილი, მეწამე და პირველი კოსმოსური ტურისტი დენის ტიტო მეუღლეთა წყვილს მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი” ავრცელებს. Read the rest of this entry »

 

იმპროვიზირებული ლამპრობა მესტიაში

lamprobaხვალ, 2 მარტს მესტიაში, ტრადიციულად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტურისტებისთვის 2013 „იმპროვიზირებული ლამპრობის“ დღესასწაული გაიმართება. სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით გაფორმებული სუფრა და სახალხო ანსამბლის კონცერტი. ღონისძიება საღამოს ჰაწვალის გორაზე გაჩირაღდნებული ლამპრების, სვანური ფერხულისა და ტრადიციული გამასპინძლების თანხლებით გაიმართება.“ Read the rest of this entry »

 

კატების დღე :)

kata111111ჰმ, – გაიფიქრა კატამ, მათი საუბრის მოსმენის დროს, – ეს ქალი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემზე ჭკვიანი არ არის.
რ.კიპლინგი, “კატა, რომელიც თავისთვის დადიოდა” Read the rest of this entry »