უზარმაზარმა ტალღამ მექსიკის სანაპირო ზოლში კურორტ ლოს-კაბოსზე ერთი ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ტურისტები ზღვისპირას სეირნობდნენ, როდესაც მამაკაცი ტალღამ წაიღო. Read the rest of this entry »
Monthly Archives: მარტი 2013
მექსიკაში ორი ტურისტი ტალღებმა წაიღო
ვირჯინიაში დიდთოვლობაა
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე კარსტენ ვილკეს შეხვდა
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია, გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით, ჰესენის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელს კარსტენ ვილკეს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სატყეო სექტორის მოწყობის სფეროში გერმანიის გამოცდილების გაზიარებას. ბატონმა ვილკემ დელეგაციის წევრებს გააცნო ჰესენის ტყეების მართვის ინსტიტუციური მოწყობა და ფუნქციების განაწილების სქემა სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის. აგრეთვე დეტალურად წარმოადგინა სამინისტროში არსებული სატყეო დეპარტამენტის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების სტრუქტურა, განმარტა სატყეო მეურნეობის პრაქტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ჰესენის სატყეო საწარმოს სტრუქტურა და ფუნქციები. Read the rest of this entry »
ტუვის მთებში სამაშველო სამუშაოები შეჩერებულია
ტუვის მთებში, სადაც უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ მოზარდებს, სამაშველო სამუშაოები ძლიერი ქარის გამო შეჩერებულია. ამ ადგილას, მედიკოსების და ფსიქოლოგების ჯგუფიცაა მობილიზებული. სამაშველო ოპერაციებიაებში მონაწილეობას იღებს 10 ტექნიკის მანქანა და 100-მდე მაშველი. Read the rest of this entry »
ინფორმაცია თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნაჩენების პოლიგონის (ლილოს ნაგავსაყრელის) გარემოსდაცვითი შემოწმების შედეგები
გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა ქალაქ თბილისის მერიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობის მიზნით 2010 წლის 24 მარტს გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მდგომარეობა შეამოწმა. Read the rest of this entry »
საქართველოს დელეგაციის შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელმძღვანელობასთან
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ხორციელდება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან როგორც გარემოს დაცვის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ასევე პარლამენტის წევრები. Read the rest of this entry »
ტუვის მთებში მაშველები მოზარდების ძებნას განაგრძობენ
ტუვის მთებში, შესაძლოა ზვავი მეორედაც ჩამოწვეს. აქ უკვე ორი დღეა, უშედეგოდ ეძებენ შვიდ მოზარდს. ახალგაზრდებმა აკ-ბაშტიკის მთაზე თხილამურებით სრიალი გადაწყვიტეს.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ზუსტად ეს არის მიზეზი, რასაც შესაძლოა თოვლის მასების მოძრაობა გამოეწვია. ერთადერთი გადარჩენილი ევროპის ჩემპიონი კინგბოქსში ენტონი სალჩაკია. Read the rest of this entry »
ირანში მიწისძვრა დაფიქსირდა
დღეს 01:26 წთ-ზე ირანის ტერიტორიაზე მიწისძვრა დაფიქსირდა, ქალაქ ახარის დასავლეთით 26 კმ-ში. მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდას შეადგენდა. Read the rest of this entry »
8 მარტამდე ყინვებია მოსალოდნელი
საქართველოს მასშტაბით რვა მარტამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
თოვლ-ჭყაპი დღეს შენარჩუნდება, უკვე ხვალიდან თბილისში შედარებით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა სინოპტიკოსები ელოდებიან ნალექს მცირე თოვლის სახით. რაც შეეხება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს – ხვალისთვის, მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. უკვე დღეს საღამოს გაძლიერდება ქარი 20-25 მ/წმ. Read the rest of this entry »





