ოლიკო ცისკარიშვილი
იყალთოში შუა სუკუნეების სამონასტრო ანსამბლი კახეთში, თელავიდან 7-8 კმ დაშორებით მდებარეობს, რომელშიც შედის VI ს. პატარა გუმბათოვანი ეკლესია, მეორე გუმბათოვანი ეკლესია IX ს-ისა: ერთნავიანია სამლოცველო XII -XIII სს-სა და თავის დროზე სახელგანთქმული აკადემიის ნანგრევები. აკადემიის აყვავება XI – XII სს. მიჯნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის არსენ იყალთოელის სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ თავად შენობა VIII – IX საუკუნეთა ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და სპეციალისტთა ვარაუდით, აგებულიც დაახლოებით მაშინ უნდა იყოს. ეს ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა, რიყის ქვით ნაშენი (მას დასავლეთით სხვა შენობებიც ებმის). პირველი სართული ორ ოთახადაა გაყოფილი, ზემოთ კი ერთი მთლიანი, ვრცელი დარბაზია (24,5X9 მ. შიგნით, ე.ი. 220 კვ.მ – მდეა), ალბათ ეს იყო სამეცნიერო შეკრებათა ადგილი. ყველაზე საინტერესო, ხუროთმოძღვრული ელემენტი აღმოსავლეთი კედლის ორი (შეწყვილებული) თაღოვანი მალია, მათ შუა მოქცეული რვაწახნაგა ბოძით. შენობა ძლიერ დაზიანებულია – აღარც სართულშუა გადახურვებია, აღარც მონასტრის ეზოსკენ მიმართული ჩრდილოეთის კედელი. Read the rest of this entry »