RSS

სტიქია ბათუმში

24 მარ

baT Stormiსტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ბათუმში. გვიან ღამით შტორმმა ბათუმში 6 ბალს მიაღწია, რის გამოც წყალმა ქალაქის მთელი სანაპირო ზოლი ჩამორეცხა.

განსაკუთრებით დაზიანდა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიები. ზღვის პირზე დაიტბორა ქუჩები და რესტორნები. baT Stormi 002 baT Stormi 003ღელვამ მთლიანად ამოავსო კოლექტორები, რომელიც ქალაქიდან წყალს ზღვის მიმართულებით ატარებდა. ძლიერი წვიმის მოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა ქალაქის დიდი ნაწილი დაიტბოროს.

ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური, სახანძრო და შპს ბათუმის წყლის სპეციალური ჯგუფები, თუმცა ძლიერი ღელვის გამო მათი მუშაობა უშედეგოა.

შტორმის დაწყებამდე ზღვაში ერთ-ერთი მეთევზე დაიკარგა, რომელსაც ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ამ წუთებში გორში ძლიერმა ქარმა სახურავი ოთხ კორპუსს ახადა. წააქცია რამდენიმე ხე. შინდისის გზატკეცილზე ერთ-ერთი ხე მანქანას დაეცა. მძღოლი არ დაშავებულა.

http://1tv.ge/news-view/48339

ფოტო ვალერია კიკვიძე

 

დატოვე კომენტარი