RSS

ხელვაჩაურში ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ნარგავები ფესვებიანად მოგლიჯა

23 მარ

xe 1უამინდობამ პრობლემები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეუქმნა. დიდი ზარალი ჭარნალის, მახოსა და მახინჯაურის თემებს მიადგათ. ქარიშხალმა ათეულობით სახლი სახურავის, მოსახლეობის ნაწილი კი შუქის გარეშე დატოვა. სტიქიი გამო, რამდენიმე შენობა საცხოვრებლად უვარგისია. ოპელის მარკის მანქანის მგზავრები უბედურ შემთხვევას გადაურჩნენ. მანქანის დატოვებიდან რამდენიმე წუთში მას ევკალიპტის ხე დაეცა. ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ნარგავები მიწიდან ფესვებიანა ამოგლიჯა. ქარბორბალა სოფელს თხილნაურში დაახლოებით დილის 9 საათზე მოხდა. ქარბორბალამ სოფლის მეურნეუბაც მოსპო. სტიქიის შედეგად სოფელ თხილნარშიელექტროენერგიაც გაითიშა.„სპეციალისტები ზარალს უკვე ითვლიან, მონაცემების დაზუსტების შემდეგ ყველა დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა,“ – განაცხადა ხელვაჩაურის გამგებელმა ნოდარ თურმანიძემ.

ამალია ამბარცუმიანი

 

დატოვე კომენტარი