RSS

მეტეოროლოგიის დღე

23 მარ

cisaყოველწლიურად, 23 მარტს საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინიციატივით და გაეროს ეგიდით, საერთაშორისო მეტეოროლოგიის დღე ტარდება (World Meteorological Day). ღონისძიებაში 189 ქვეყანა მონაწილეობს. 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური კონვენცია შევიდა ძალაში. ღონისძიების დევიზი, შემდეგი იყო: “ამინდი, კლიმატი და წყალი საინფორმაციო ერაში.” 
ბოლო ათწლეულების სტატისტიკური მონაცემებით, აღსანიშნავია, რომ ყველა ბუნებრივი კატასტროფები (მათი 80%) მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ხასიათისაა. გასული საუკუნის 50-იან წლებში, ყველა სტიქიური უბედურებების ფინანსური დანაკარგი შეადგენდა წელიწადში 4 მილიარდს, 90-იანებში – 40 მილიარდი წელიწადში გახდა. მეტეოროლოგების მთავარი მიზანია – საზოგადოებისთვის საფრთხის შემცირება და ეკონომიკური ზიანის არიდება.

მოამზადა ბელა არუთინოვმა

 

დატოვე კომენტარი