ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. ქარიშხლის გამო ცენტრალურ მაგისტრალებზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. ძლიერმა ქარმა სოფლებში ხეებიც მოთხარა.გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მუშაობს, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ქარიშხალი ოზურგეთის რაიონში ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ოზურგეთის რაიონში ქარიშხალმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა
23
მარ



