კიევში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ქალაქის ადმინისტრაციის მონაცემებით, 22 მარტს, უკრაინის დედაქლაქში 50 მმ-ზე მეტი თოვლი მოვიდა.
კომუნალური სამსახურების დასახმარებლად პრეზიდენტის პოლკიდან ხუთი ჯავშანმანქანა გაიგზავნა.
“აეროპორტში კეთდება ყველაფერი, რათა შესრულდეს რეგულარული რეისები”, – იტყობინება ბორისპოლის აეროპორტის პრესსამსახური.
ქარბუქისა და დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა უკრაინის ცამეტი ოლქის ქალაქები და სოფლები.
ამასთან, უკრაინის ჰიდრომეტრცენტრის ცნობით, ინტენსიური თოვა კიევში ხვალაც გაგრძელდება. თოვლის უხვ ნალექს უკრაინის რეგიონებშიც ელოდებიან.



