RSS

აჭარაში, “დედამიწის საათი”

23 მარ

baTumiდღეს საღამოს, მთელი აჭარის მასშტაბით, სიმბოლური აქცია “დედამიწის საათი” გაიმართება. 20.30 საათზე ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გარე განათებები ზუსტად ერთი საათით გაითიშება. ელექტრონერგიის მიწოდება შეუწდება ყველა ადმინისტრაციულ შენობას. “დედამიწის საათი” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური ღონისძიებაა და მისი მიზანია კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. “დედამიწის საათი” პირველად 2007 წელს სიდნეიში აღინიშნა.მარტო გასულ წელს აქციაში 134 ქვეყნის 6 950 ქალაქი ჩაერთო. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ დაწყებულ აქტიურ კამპანიას საქართველო 2009 წელს შეუერთდა.

ამალია ამბარცუმიამი

 

დატოვე კომენტარი