RSS

11 მაისს ეთნოგრაფიულ მუზეუმი “ახალი ღვინის მეოთხე ფესტივალს” უმასპინძლებს

22 მარ

Rvinis festivali 032013 წლის 11 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, „ღვინის კლუბი“ გელით „ახალი ღვინის 4–ე ფესტივალზე“. ეს ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და პირველივე წელს ათასობით ღვინის მოყვარულს უმასპინძლა.

მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტსა თუ ღვინის სპეციალისტს. მას შემდეგ, ტრადიცია დამკვიდრდა და მაისის ყოველ მეორე შაბათს თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება.

ღვინის ტურიზმის მოყვარულებს ამ ფესტივალზე შეუძლიათ, ტრადიციისამებრ, დააგემოვნონ საქართველოს ყველა კუთხის ღვინო.

 

დატოვე კომენტარი