21 მარტი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიერ ტყის საერთაშორისო დღედ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია სზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე.
საინტერესო ფაქტები:· ტყე დედამიწის ერთ მესამედს მოიცავს;
· ტყე ფარავს საქართველოს ტერიტორიის 40 %-ს;
· საქართველოს ტყეების 98% მთის ტყეებს წარმოადგენს, განლაგებულია მაღალი დაქანების ფერდობებზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (ნიადაგდაცვითი, წყალდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სხვა);
· საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები
· საქართველოში გავრცელებული 400-მდე მერქნიანი სახეობიდან 61 საქართველოს, ხოლო 43 კავკასიის ენდემია;
· საქართველოს ტყეები ბუნებრივი უნიკალურობისა და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით შედის ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ოცდათორმეტ “ცხელ წერტილში”;
· საქართველოს ტყე ყოველწლიურად დაახლოებით 180-190 მილიონ ტონამდე ჰაერის მტვერს ფილტრავს; შთანთქავს წლიურად 41,5 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 36 მილიონ ტონა ჟანგბადს;
· ხეები პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმებია და უდიდეს ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს;
· 1 ჰექტარი ტყის მიერ ჟანგბადის გამოყოფა ანაზღაურებს 19 ადამიანის მიერ მოხმარებულ ჟანგბადს; ორი მრავალწლოვანი ხე ყოველწლიურად ოთხსულიანი ოჯახისათვის საკმარის ჟანგბადს გამოიმუშავებს.
· ტყე აუმჯობესებს წყლის ხარისხს და ცირკულაციას, ხელს უწყობს წყლის ნაკადის წარმართვას, ნალექის რაოდენობის შემცირებას და ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას;
· ტყეში არსებული წყაროები სასმელი წყლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს;
· ხის ფესვები აკავებს ნიადაგს, ამცირებს ეროზიების რისკს და ხელს უწყობს ნიადაგის საფარის აღდგენა-შენარჩუნებას.
რატომ ვრგავთ ხეებს?
· FAO-ს მონაცემებით 1963 წელს ტყეებს დედამიწაზე 4229,2 მილიონი ჰექტარი ეკავათ, თუმცა 1990 წლის მონაცემით 788,2 მილიონით შემცირდა და ყოველწლიურად 11 მილიონი ჰექტარით მცირდება;
· საქართველოში ტყეების ხელოვნურად გაშენებამ ორგანიზებული ხასიათი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიიღო; დაახლოებით 200 000 ჰექტარი მიწის მასივები იქნა რეკონსტრუირებული და გაშენებული;
· შენობის გარშემო განთავსებული ხეები ჰაერის კონდიცირების აუცილებლობას 30%-ით ამცირებს;
· მრავალწლოვანი ხე 70-ჯერ მეტად ეწინააღმდეგება დაბინძურებას, ვიდრე ახლადდარგული;
· ტყიდან მოპოვებული ხის მასალის 60% საწვავად გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ საწვავი და ბიო-ენერგია ტყის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია;
· ხეების მიერ შთანთქმული ნახშირორჟანგი მრავალი წლის განმავლობაში რჩება ტყის სიღრმეში;
· ხე ცეცხლისაგან ადვილად იღუპება, ხოლო წვის დროს მის მიერ შთანთქმული ნახშირორჟანგი ატმოსფეროში ბრუნდება, ამიტომ ტყის ხანძრისაგან დაცვა აუცილებელია;
· ტყე ქმნის ჩრდილსა და სიგრილეს; სილამაზეს სძენს ლანდშაფტს.
https://www.facebook.com/MOEgeorgia



