ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო. ადგილზე ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა ამ დრომდე მუშაობს. ”ხანძარი, სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. მეხანზრეები ცდილობენ, რომ ცეცხლის ალი საცხოვრებელ სახლებზე არ გადავიდეს” – აცხადებს რადიო ”აჭარის” კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი დავით დავითაძეადგილზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თენგიზ ზოიძე, მისი მოადგილე რევაზ ხარაზი და სატყეო მეურნეობის თანამშრომლები იმყოფებიან.
[რადიო „აჭარის“ საინფორმაციო სამსახური]
ოჩხამურში ხანძარი 10 ჰექტარს მოედო
16
მარ



