მომავალ კვირას საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი. ყინვაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთაში და არ არის გამორიცხული აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც მოყინოს. 8-19 მარტს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში, ღამით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს 1-დან 4 გრადუსამდე დაეცეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერის ტემპერატურამ მინუს 3-5 გრადუსი შეადგინოს.
17 მარტს ამინდი გაუარესდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს. 19 მარტიდან კი გამოიდარებს.
არ არის გამორიცხული ყინვამ აყვავებული ხეხილი გააფუჭოს.
ამალია ამბარცუმიანი



