ამ წუთებში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ინფორმაცია, რომ მტირალას ეროვნულ პარკში ხანძარია. გურია ნიუსი კი იტყობინება, რომ ოზურგეთის მინიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, გომის ტყეში ხანძარი მძვინვარებს.
გამოცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელზე, კოტე შარაშენიძეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ წუთებში გომში იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
” ხანძარი არის ტყეში და ბოლომდე მანქანების მისვლა ვერ ხერხდება, მაგრამ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცეცხლი ჩააქრონ”, -უთხრა კოტე შარაშენიძემ “გურიანიუსს”.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობის გამო, გაჩნდა. მობილიზებულია სახანძრო მანქანები და სამაშველო სამსახურის ბრიგადები, თუმცა ძლიერი ქარისა და კვამლის გამო, ცეცხლის ჩაქრობა შეუძლებელია.



