RSS

გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე კარსტენ ვილკეს შეხვდა

06 მარ

gergeTisken 004გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია, გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით, ჰესენის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელს კარსტენ ვილკეს შეხვდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სატყეო სექტორის მოწყობის სფეროში გერმანიის გამოცდილების გაზიარებას. ბატონმა ვილკემ დელეგაციის წევრებს გააცნო ჰესენის ტყეების მართვის ინსტიტუციური მოწყობა და ფუნქციების განაწილების სქემა სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის. აგრეთვე დეტალურად წარმოადგინა სამინისტროში არსებული სატყეო დეპარტამენტის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების სტრუქტურა, განმარტა სატყეო მეურნეობის პრაქტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ჰესენის სატყეო საწარმოს სტრუქტურა და ფუნქციები.,,ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციას მინისტრის ხელმძღვანელობით. დელეგაციის მიზანია მიიღოს ინფორმაცია ჩვენი სატყეო დეპარტამენტის ინსტიტუციური მოწყობის და მისი ფუნქციების განაწილების სქემის შესახებ სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის,” – კარსტენ ვილკე, ჰესენის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბატონმა ვილკემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სატყეო სექტორის როლზე მოსახლეობის კეთილდღეობისა და სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის უზრუნველყოფაში.

ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ხორციელდება.

 

დატოვე კომენტარი