“სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა. გუშინ, 30 ივნისს ჩვენთან მდედრი კეთილშობილი ირემი დაიბადა.” – იტყობინება თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია. – “მისი დედა, ჩვენი კეთილშობილი ირმის, ყვიყვის “მეუღლე”, აზერბაიჯანელი რძალია, რომელიც შარშან მივიღეთ საჩუქრად ბაქოს ზოოპარკისგან. პატარას პირრა დავარქვით. ეს სახელი მითოლოგიურია და ჩვენთვის გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ, გადარჩნენ მხოლოდ მამრი – დევკალიონი და მდედრი – პირრა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ადამიანების ახალ რასას და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენი პირრაც ახალი ზოოპარკის შექმნის საწყისი ნიშანი იქნება…
თბილისის ზოოპარკში კეთილშობილი ირემი დაიბადა
დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდა
ICCAMGR დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
ICCAMGR -ის მიერ გამართულ დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილებების და სოფლის მეურნეობის საკითხები
დღეს, სასტუმროში „Room’s Hotel“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია”-მ (ICCAMGR) გამართა დაინტერესებულ მხარეთა საკოორდიანციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა, სადაც განიხილეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული ჩარჩო პოლიტიკის შემუშავების და მისი ადგილობრივ დონეზე დანერგვის სისტემური გამოწვევები. შეხვედრას დაესწრნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, სტივ ჰეიკინი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ასევე, USAID-ის წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
სვიანას რეკრეაციული ზონა გაიხსნა
23 ივნისს სვიანას რეკრეაციული ზონა გაიხსნა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, მდ. სტორის ხეობაში მოეწყო.
საქართველოს ტყეების დღევანდელი მდგომარეობიდან და ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბებიდან გამომდინარე, მდგრადი ტყეთსარგებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობას იღებს. დღეისათვის ტყეების რეკრეაციული პოტენციალი ოპტიმალურად არ არის გამოყენებული და მათ ძირითად ფუნქციად ისევ მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა რჩება, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მდინარეთა წყალშემკრებ აუზებს და იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს. Read the rest of this entry »
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გაფართოებული რეგიონული სემინარი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გაფართოებული რეგიონული სემინარი გახსნა. სემინარის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩატარდა
კომპოსტირება ფოთლების წვის ნაცვლად
საქართველოს მრავალი დასახლებული პუნქტის მსგავსად, კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალქალაქში ნარჩენების მართვა, როგორც ფაქტობრივად მთლიანად ქვეყანაში, არ არის დამაკმაყოფილებლად ორგანიზებული. სოფელში მხოლოდ კვირაში ერთხელ ხდება ნაგვის მანქანით არაორგანიზებული გატანა, რაც წარმოქმნილი ნარჩენებისათვის საკმარისი არ არის. ამიტომ მოსახლეობა ნაგავს ტრადიციულად ისევ: სოფლის პატარა ხევებში, მდინარე თეძმის ნაპირებსა და მდინარეებში ყრის .. სოფელ ახალქალაქში არსებულმა ეკოკლუბ “სუფთა სამყაროს” წარმომადგენლებმა, გადაწყვიტეს ეპოვათ ისეთი გზები რომლითაც მინიმალური დანახარჯით, ან თუნდაც ხარჯების გარეშე შეძლებდნენ ამ პრობლემის სრულ გადაჭრას თუ არა, შემცირებას მაინც.. სოფელ ახალქალაქში უკვე ინერგება კომპოსტირების (კომპოსტი (ბუნებრივი სასუქი) კომპოსტირი (ორგანული ნარჩენების კონტეინერი) მეთოდი. პირველად, ეკოკლუბ “სუფთა სამყაროს” ახალგაზრდა წარმომადგენლებმა კომპოსტირი საკუთარ ოჯახებში ააგეს და დაიწყეს გადარჩევა ორგანული და არაორგანული ნარჩენების. ივლისის ბოლოს, კომპოსტის ჩვენება იქნება შესაძლებელი.








