გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტ თეიმურაზ ნანეიშვილთან ერთად დიდი დმანისის (აბულბუქის ტერიტორია ) მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
დიდი დმანისის მოსახლეობა კომპანია RMG -ის მიერ გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ითხოვს
პრიორიტეტები უნდა დაიგეგმოს სწორედ, რომ დავიცვათ მოქალაქე და სახელმწიფომ, ხვალ, მილიონობით ზარალი არ ნახოს
13 ივნისის ტრაგედიიდან, თითქმის ერთი თვე გავიდა. სტიქიური მოვლენების გამო, დაიღუპნენ ადამიანები. ეს ტრაგედია უამრავ ადამიანს ფსიქოლოგიურ ტრავმის ფასად და სახელმწიფოს მილიონებით ლარის ზარალად დაუჯდა. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, სწორედ, ამგვარი სტიქიური მოვლენების პრევენციაზე გვესაუბრა. თამარ ბაგრატია, ტრაგედიამდე, სულ ორიოდე კვირით ადრე დაინიშნა, იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელიც 1844 წელს დაარსებული საქართველოს ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურის, შავი ზღვის ინსტიტუტისა და გეოლოგიური სამსახურის სამართალმემკვიდრეა.
თამარ ბაგრატია, აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებსაც და მისი მთავარი მესიჯი საზოგადოებისადმი იყო – მეტი ქალი პოლიტიკაში, თუმცა როცა თანამდებობა შესთავაზეს, დადებითი გადაწყვეტილები მიღებამდე, დიდ ხანს ფიქრობდა, რადგან ეს თანამდებობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ძალისხმევას მოითხოვს. პროფესიით გეოგრაფი თვლის, რომ სისტემის ფუნქციონირების შინაარსობრივ გამართვაში პროფესია დიდ პრივილეგიას ანიჭებს “პროფესიულად შემიძლია განვსაზღვრო სააგენტოს პოლიტიკა, პრობლემები და შესაბამისად, შევეცდები მოვაგვარო,” – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ჩეხ გეოლოგებსა და გეოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი
შენი აზრი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით
გადაიღე ვიდეო შენი საყვარელი ადგილიდან და გაგვიზიარე შენი აზრი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ✓გააგონე შენი გზავნილი მსოფლიოს, პარიზის კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონფერენციაზე. ☛ Read the rest of this entry »
გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა აშენდეს
ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს.
აგულაშვილი თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ არ შეიძლება ხეობაში არათუ ახალი სახლების აშენება, არამედ იმათი აღდგენაც კი, რომლებიც იქ იყო.
ხვალ, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება
5 ივლისს, გამთენიისას, 05:00 საათზე, მდინარე მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება. პარალელურად მოხდება ზედაპირული დაკვირვება მდინარის ხელოვნურ და ბუნებრივ კალაპოტებში (ქვემო ფონიჭალის რკინიგზის ხიდიდან, გულუას ხიდიდან, ლოჭინის ხევში ჩანჩქერთან, გაჩიანის ხიდიდან). ბუნებრივ კალაპოტში, ქვემო ფონიჭალის მიმართულებით, ზედაპირული დათვალიერების (მორევები, კუნძულები, მდინარის გასაყრები) მიზნით, სამსაათიანი შუალედით მოხდება ქვეითი ჯგუფებისა და ნიჩბიანი ნავების დაშვება.
უკანონო თევზჭერის ფაქტი
გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე ნიშანდება “გმ”-ს მითითება სავალდებულოა
1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”, რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ.
თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მაისისა და ივნისის თვეში თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 32 კომპონენტი, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აცხადებს, რომ მათი კვლევა არ შედის სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში.







