RSS

Daily Archives: 03/05/2016

3 მაისი – მზის დღე…

zRva 001მზე – უახლოესი ვარსკვლავია დედამიწასთან, ყველა დანარჩენი ჩვენგან უსაზღვროდ შორს იმყოფება.  დედამიწისთვის მზე – კოსმოსური ენერგიის უდიდესი წყაროა. ის სინათლეს და სითბოს იძლევა, რომელიც ასე ესაჭიროება მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლეს.

მზე – ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია. მზემდე მანძილი ასტრონომული მასშტაბებით ძალიან ცოტაა- სულ 8 წუთი ჭირდება სინათლეს ამ მანძილის დასაფარავად.

5 მილიარდი წელი, ეს ჩვენი მზის ასაკია. მის გარშემო ბრუნავს დედამიწა. საშუალო მანძილი მზემდე 149,6 მილიონი კილომეტრია ანუ 1 ასტრონომული ერთეული. მზე ჩვენი პლანეტარული სისტემის ცენტრია, რომელიც აგრეთვე პლანეტების, მათი თანამგზავრების, ათასეულობით ასტეროიდების, კომეტების, მცირე პლანეტების, მეტეოროიდების, პლანეტათ შორისი მტვრისა და გაზისაგან შედგება.

Read the rest of this entry »