RSS

Monthly Archives: ივნისი 2016

კონკურსი – 2016 წლის “მწვანე მშენებლობის ჯილდო

dre 028მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველო აცხადებს კონკურსს 2016 წლის”მწვანე მშენებლობის ჯილდოს” მოსაპოვებლად. მწვანე მშენებლობისკონკურსები ტარდება მწვანე მშენებლობის მსოფლიო საბჭოს მიერმსოფლიო მასშტაბით, და ქვეყნების მწვანე მშენებლობის საბჭოებისმიერ თითოეული ქვეყნის მასშტაბით. ჯილდოები ენიჭებათ საუკეთესო გამოცდილების და მიღწევების მქონე კომპანიებს და პროფესიონალებს რომლებიც მოღვაწეობენ სამშენებლო სექტორში.

Read the rest of this entry »

 

ბუნება ისევ არ გვაპატიებს….

dre 203ოლიკო ცისკარიშვილი

ორი დღეა, აჭარაში სტიქიაზე საუბრობენ… ორი დღეა… ჩემი ერთ-ერთი კოლეგის პოსტი ვნახე – ქედაში ის რესტორანი ნახევარი საათის შემდეგ წაიღო, სადაც ყავა დავლიეთო… ამ პოსტმა მიბიძგა დამეწერა: ორი თვის წინ, როცა ჩემი თვალით ვნახე როგორ შენდება აჭარაში უდიდესი ჰესი, სწორედ, ამაზე ვიფიქრე, რომ ბუნება სამაგიეროს გადაუხდის…

Read the rest of this entry »

 

აჭარაში მდინარემ ხიდები წაიღო

mdinare aWaraSi 0003გუშინ, 28 ივნისს, საღამოს 8 საათზე, უამინდობამ მდინარე აკავრეთას ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ოქტომბერში რესტორან ,,დავითი”-ს ინფრასტრუქტურა და საკალმახე მეურნეობა გაანადგურა. მოვარდნილმა მდინარემ წაიღო ხიდები ოქტომბერსა და მერისში.

Read the rest of this entry »

 

პუბლიკაციის – „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“ პრეზენტაცია

stiqia 009CENN გიწვევთ პუბლიკაციის – „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“ პრეზენტაციაზე, რომელიც მიეძღვნება 2015 წლის 13 ივნისს თბილისშიდატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს. ღონისძიება გაიმართება 29ივნისს 18:00 საათზე ევროპის სახლში. Read the rest of this entry »

 

მაღალმთიან დასახლების ნუსხას 99 დასახლება დაემატა

zemo aWara 222საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში 99 დასახლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა კახეთში 15, მცხეთა-მთიანეთში – 19; სამცხე ჯავახეთში – 20; ქვემო ქართლში – 8; შიდა ქართლში – 30 და იმერეთში 7 დასახლებას. Read the rest of this entry »

 

დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის გამო საგანგებო სიტუაციაა

devdorakis xeoba 2დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

Read the rest of this entry »

 

ქალი, რომელმაც სტერეოტიპები დაანგრია

ferma 002ძალიან მაგარი გოგო, რომელმაც დაანგრია სტერეოტიპები და გახდა ფერმერი… – ნინო ზამბახიძე, რომელიც ახალციხეში, სოფელ წნისში, წლების წინ, წავიდა და ფერმა გააკეთა… დღეს, რადიო “იმედს” სტუმრობდა… მოუსმინეთ, მას… ის სტიმულია და მაგალითია, როგორ უნდა ავაღორძინოთ საქართველოს ეკონომიკა… ის წინა ხიდია, იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავისი საქმის კეთება სურს… – ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე Read the rest of this entry »

 

ქვემო ალვანში ვეტერინალური ცენტრი გაიხსნა

vet.centriდაცული ტერიტორიების საააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა სოფელ ქვემო ალვანში ვეტერინარული ცენტრი გახსნა. ცენტრი იმ მეცხვარეებისთვის აშენდა,  რომლებიც საძოვრებად ვაშლოვანის და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს იყენებენ. Read the rest of this entry »

 

 

IMG_2736