RSS

Monthly Archives: ივლისი 2016

ეკოლოგიური პრობლემა დნეპრის სანაპიროზე

dnepri 003მდ.დნეპრი,მიედინება რუსეთისბელარუსის და უკრაინის ტერიტორიებზე. მისი სიგრძე — 2201 კმ-ია, აუზის ფართობი — 504 ათ. კმ². სათავე აქვს ვალდაის მაღლობზე სოფელ ბოჩაროვოსთან (სმოლენსკის ოლქის სიჩევსკის რაიონიგავრილოვის ტბასთან ახლოს რუსეთში, ჩაედინება შავი ზღვის დნეპრის ლიმანის ყურეში. ეს უგრძელესი მდინარე უკრაინაში, ჩერკასკსაც გაივლის.

ჩერკასი, რომელიც საკურორტო ზონაა ადგილობრივები ხშირად დადიან მდინარე დნეპრის ნაპირზე საბანაოდ, თუმცა ნაპირზე საშინელი სუნი და ანტისანიტარიააა. მიუხედავად ამისა, წყლის და ბანაობის მოყვარული უკრაინელები ანტისანიტარიას არ დაგიდევთ და წყალმცენარეებით უხვ მდინარეში გრილდებიან. ბავშვები წყალმცენარეებისგან სიბინძურეში ერთობიან… Read the rest of this entry »

 

ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა

sidaდღეს, სასტუმრო ,,რედისონში,“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“. საქართველო-სომხეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავდნენ. Read the rest of this entry »

 

ინტეგრაცია-გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ

natoარასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაცია-გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ“ გამართა საზაფხულო   სემინარები NATO-­ს შესახებ ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის.  სემინარებში მონაწილეობდნენ   ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონ-ლაინ მედიის ჟურნალისტები. ნატოს საზაფხულო სემინარები ჩატარდა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო), საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით.

Read the rest of this entry »

 

უნდა დაინახო ის, რასაც ვერ ხედავს სხვა…

ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში, გადაცემა “თქვენი დრო”, დაეთმო ფოტოგრაფიას. სტუდიას სტუმრობდნენ ფოტოგრაფები, ბადრი ვადაჭკორია, ოლიკო ცისკარიშვილი და ნათელა გრიგალაშვილი.

Read the rest of this entry »

 

მაყვლის სახლის დიასახლისი – იზოლდა ქიტესაშვილი

izoldaოლიკო ცისკარიშვილი

გუშინ, ჟურნალისტთა ასოციაცია „გენდერი, მედია, კავკასიის“ ხელმძღვანელის გალინა პეტრიაშვილის ორგანიზებულ ტურში, კახეთში ვიყავი და ერთი ანეგდოტად მოარული ამბავი გამახსენდა: კახეთში, უცხოელი მილიონერი ჩავიდა, შეიკრიბა ხალხი მის გარშემო და არის ერთი ამბავი. ერთი გლეხი კი უდარდელად წევს კაკლის ძირში და ყურადღებას არ აქცევს. მილიონერმა იკითხა ვინაა ეს კაციო, ეს ის კაცია ქვეყანაზე არაფერი არ ადარდებსო, უპასუხეს, ოღონდ ადგეს და მილიონს მივცემო.  გლეხს ეუბნებიან, ადექი ნახე ის კაცი, მილიონს გპირდება, მილიონი იცი რამდენია, არაფერზე აღარ იდარდებო… ეხლა რა ვდარდობო? – უპასუხა გლეხმა და გვერდი შეიცვალა. Read the rest of this entry »

 

პროფესიონალები ყველა დარგში სჭირდება ქვეყანას…

koleji 011ოლიკო ცისკარიშვილი

ხშირად გვსმენია, სამდიპლომიანი ტაქსისტის ისტორია. არაა ეს ისტორია მოგონილი, ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დიპლომს ფლობენ, თუმცა მუდმივად სამსახურის ძიებაში არიან. ეს კი, ალბათ, იმის ბრალია, რომ ადამიანები არასწორად ირჩევენ პროფესიას, ანდა საკმაოდ პროფესიონალებად ვერ ყალიბდებიან და მუდმივად სასურველი სამუშაოს ძიებაში არიან, ანდა მიზერულ ანაზღაურებაზე თანხმდებიან.

კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები არის, თუმცა კვალიფიციური სპეციალისტების თვალსაჩინო ნაკლებობაა, რის გამოს, ხშირად კომპანიებს საზღვარგარეთიდან უწევთ მათი მოწვევა. Read the rest of this entry »

 

მესტია-ხაიში-იფარის მონაკვეთზე კლდე-ზვავური პროცესები განვითარდა

mewyeri 1008ამ წუთებში, მესტია-ხაიში იფარის მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, კლდე-ზვავური პროცესებია განვითარებული.

“ჩამოშლილია ნახევარ ტონაზე მეტი სიმძიმის ქვები…” – გვეუბნება  გიორგი დვალაშვილი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გეომორფოლოგი. Read the rest of this entry »

 

მზის გვირილის ფურცლებზე დამაგრებული მზის პანელები

gvirila mzeქ. ქუთაისის რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელთან არსებულ სკვერში ჩატარდა გვირილის ფორმის “მზის ხის” პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გვირილის ფორმის “მზის ხე”, როგორც სუფთა დაუსაფრთხო ენერგიის წყარო ჯანსაღი გარემოსათვის. მზის გვირილის ფურცლებზე დამაგრებული მზის პანელები გარდაქმნის მზის ენერგიას ელექტრო ენერგიად და საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟებული დასამუხტი საშუალებებით დღე-ღამის განმავლობაში 50-60 და ერთდროულად 30 ელექტრო მოწყობილობის დამუხტვა. მზის გვირილის შექმნა შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დაბალ ემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS)  სუფთა ენერგიის პროგრამის “ფარგლებში დაგეგმილი სათემო სოციალური მარკეტინგის საპილოტე კამპანიის ფარგლებში. Read the rest of this entry »

 

ქვეყნის ტურისტული პოტენციალი

როგორ ფიქრობთ, რატომ არის ტურისტებისთვის ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი?

სატელეფონო ჩართვები გადაცემაში ”ვუსმენთ ერთმანეთს”:
✔️გიორგი ჩოგოვაძე – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
✔️ოლიკო ცისკარიშვილი – ინტერნეტპორტალ „ეკოფაქტის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. Read the rest of this entry »

 

The Forum პირველი ნომრის პრეზენტაცია

Wiqebi 001კონფლიქტების და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ჟურნალის The Forum პირველი ნომრის პრეზენტაცია შედგება „ევროპის სახლში“ 5 ივლისს, 18:30 საათზე. ჟურნალს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ფორუმი“  გამოსცემს. Read the rest of this entry »