RSS

Daily Archives: 07/07/2016

მზის გვირილის ფურცლებზე დამაგრებული მზის პანელები

gvirila mzeქ. ქუთაისის რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელთან არსებულ სკვერში ჩატარდა გვირილის ფორმის “მზის ხის” პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გვირილის ფორმის “მზის ხე”, როგორც სუფთა დაუსაფრთხო ენერგიის წყარო ჯანსაღი გარემოსათვის. მზის გვირილის ფურცლებზე დამაგრებული მზის პანელები გარდაქმნის მზის ენერგიას ელექტრო ენერგიად და საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟებული დასამუხტი საშუალებებით დღე-ღამის განმავლობაში 50-60 და ერთდროულად 30 ელექტრო მოწყობილობის დამუხტვა. მზის გვირილის შექმნა შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დაბალ ემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS)  სუფთა ენერგიის პროგრამის “ფარგლებში დაგეგმილი სათემო სოციალური მარკეტინგის საპილოტე კამპანიის ფარგლებში. Read the rest of this entry »