ჟურნალისტმა ლალი ხუბულავამ ლაგოდეხში უღელტეხილის გზიდან ფოტოები მოგვაწოდა, სადაც ნათლად ჩანს, როგორი დანაგვიანებულია გზა, რომელიც მიდის ანძისკენ, რომელიც ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია.
Monthly Archives: აგვისტო 2016
ლაგოდეხის უღელტეხილი დაბინძურებულია
გოგონა, რომელიც ნანგრევებში 17 საათი იყო, გადაარჩინეს
სულ მცირე, 159 ადამიანია დაღუპული იტალიაში გუშინ გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მაშველები, პრაქტიკულად, მიწასთან გასწორებული ქალაქის – ამატრიჩეს ნანგრევებიდან ადამიანების გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
პანკისი – სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე
პანკისისკენ როცა გადავწვიტე წამოსვლა, ვაინახური ფოლკლორის ფესტივალის დახურვაზე, ახლობლებმა სერიოზულად შეიცხადეს, „სად მიდიხარ, ან არ მოგიტაცონ, ან არ აგაფეთქონ… ზოგი რას მეუბნებოდა და ზოგი რას… ერთი კვირის განმავლობაში არ ჩერდებოდა ჩემს გარშემო შეშინებული ზუზუნი. მართალი გითხრათ, მეც გამეგო, მანამდე, რომ პანკისი საშიში რეგიონია, მედია პერმანენტულად იმას ავრცელებს, რომ პანკისელი ბოევიკები/ტერორისტები სირიაში არიან, პანკისიდან კიდევ ერთი გაიპარა სირიაში და ა.შ. მოკლედ, მედიამ უმთავრესად, საზოგადოების სტერეოტიპულ აზროვნების ჩამოყალიბებაზე კარგად იმუშავა. საქმე იქამდეც კი მივიდა, კინაღამ გადავიფიქრე, თუმცა საბოლოოდ მაინც წავედი, რადგან წლების განმავლობაში მინდოდა ამ ულამაზესი კუთხის ნახვა… Read the rest of this entry »
მ ი მ ა რ თ ვ ა ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას
მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, 2016 წ 29 აგვისტომდე.
ხელმოწერის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე:greenalt@greenalt.org
მ ი მ ა რ თ ვ ა
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს
ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას
2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“ ტერიტორიაზე, რამოდენიმე ხე მოიჭრა. ექსპერტებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხეები სრულიად ჯანმრთელი, ხოლო მათი მოჭრა – უკანონო იყო. ამის გამო, პროკურატურამ, „პარტიზანი მებაღეების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თბილისის მერიის მიმართვების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. პროტესტის ნიშნად, მერიის შენობასთან „პარტიზანმა მებაღეებმა“ პერმანენტული შიმშილობა დაიწყეს. Read the rest of this entry »
თუშეთისკენ ევროპული სტანდარტების გზა გაკეთდება
თბილისიდან საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში ასვლას, ფაქტობრივად, მთელი დღე უნდა. გამოუცდელი მძღოლის გარეშე ცოტა თუ რისკავს მიუვალ გზებზე მგზავრობას. არც ყველა მარკის ავტომობილითაა მგზავრობა შესაძლებელი. გზებზე ხშირია მეწყრული მოვლენები და ქვათაცვენები, განსაკუთრებით ნალექიანობის დროს. თუშებსაც და თუშეთზე შეყვარებულ ადამიანებსაც იმედი მიეცათ, როდესაც საქართველოს პრემისერ მინისტრმა თუშეთობის დღესასწაულზე განაცხადა: Read the rest of this entry »
შშმ პირებისთვის ხის საწარმო „სხივი“ გაიხსნა
“დღეს, ბედნიერი დღე გვაქვს,” – იტყვის ხშირ-ხშირად 22 წლის მარი და მესამე სართულიდან პირველ სართულზე ჩარბის, რომ სტუმრებს დახვდეს. სტუმრებიც ნელ-ნელა მოდიან და „სმენისა და მეტყველების მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ბენეფიციარების ნამუშევრებს ეცნობიან. თუმცა ეს ბედნიერი დღე, მხოლოდ იმით არაა გამორჩეული, რომ სტუმრები მათ ხელნაკეთ ნივთებს ათვალიერებენ. დღეს, მოსკოვის პროსპექტის 18 ნომერში გაიხსნა ხის სოციალური საწარმო „სხივი“, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შეეძლებათ დაეუფლონ ხეზე მუშაობას და პატარა, მაგრამ სასარგებლო ნივთები გააკეთონ: ხის საათი, სათვლელი, ანბანი და ა.შ. რომელიც მერე მაღაზიებში გაიყიდება. Read the rest of this entry »
შშმ ახალგაზრდების საჭიროებაზე მორგებული სოციალური საწარმოს გახსნა
10 აგვისტოს , 13 :00 გაიმართება ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის’’ ხის სოციალური საწარმო “ს ხ ი ვ ი ს” გახსნის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც პირველად საქართველოში არაფორმალური განათლების მეთოდებითა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომებით, შშმ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისის, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერითი სისტემის პილოტირება დიწყება. იგი მიმართული იქნება შშმ ახალგაზრდების ისეთ ცოდნასა და კომპეტენციების განვითარებაზე, რომელიც მათ შრომით ეფექტიანობას, კონკურენტუნარიანობასა და მხარდაჭერის გზით შრომით ბაზარზე მისაწვდომობასა და დასაქმებას განაპირობებს. Read the rest of this entry »
გიგანტური სოკო, ხიროსიმასა და ნაგასაკზე
მეცნიერებამ 1932 წლამდე არც კი იცოდა ატომის ბირთვის სტრუქტურა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, 1939 წელს, ფიზიკოსებმა ბირთვი გახლიჩეს. ბირთვისგან გამოყოფილი უდიდეს ენერგია 1945 წელს 6 აგვისტოს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს. 1954 წელს კი მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა.