RSS

თუშეთისკენ ევროპული სტანდარტების გზა გაკეთდება

11 Aug

omalo 006თბილისიდან საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში ასვლას, ფაქტობრივად, მთელი დღე უნდა. გამოუცდელი მძღოლის გარეშე ცოტა თუ რისკავს მიუვალ გზებზე მგზავრობას. არც ყველა მარკის ავტომობილითაა მგზავრობა შესაძლებელი. გზებზე ხშირია მეწყრული მოვლენები და ქვათაცვენები, განსაკუთრებით ნალექიანობის დროს. თუშებსაც და თუშეთზე შეყვარებულ ადამიანებსაც იმედი მიეცათ, როდესაც საქართველოს პრემისერ მინისტრმა თუშეთობის დღესასწაულზე განაცხადა:

„საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება, იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა“. მისივე თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თუშეთის განვითარებას, რომელსაც გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით,  თუშეთის გზის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რომელზეც ვმუშაობთ, იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის, ამ კულტურის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება. ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის განვითარების, რომ აქაურმა ოჯახებმა მეტი შემოსავალი ნახონ და ჰქონდეთ მეტი ინტერესი, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას, ადგილობრივი რეწვა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ექნება ასევე უსაფრთხოების დანიშნულება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას. მას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების დანიშნულება, ვინაიდან გზის და კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი. თითოეული თუში აქ მაცხოვრებელი, არის საქართველოს ფარი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მესაზღვრე და თქვენი გმირობის მეშვეობით შევინარჩუნეთ ჩვენ აი ეს კულტურა, ეს ულამაზესი კულტურა, რომელიც დღეს აი აქ ჩვენ გვაქვს და რომლითაც ყველა ჩვენთაგანი სამართლიანად ვამაყობთ,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s