RSS

Daily Archives: 23/08/2016

პანკისი – სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

pankisi 007ოლიკო ცისკარიშვილი

პანკისისკენ როცა გადავწვიტე წამოსვლა, ვაინახური ფოლკლორის ფესტივალის დახურვაზე, ახლობლებმა სერიოზულად შეიცხადეს, „სად მიდიხარ, ან არ მოგიტაცონ, ან არ აგაფეთქონ… ზოგი რას მეუბნებოდა და ზოგი რას… ერთი კვირის განმავლობაში არ ჩერდებოდა ჩემს გარშემო შეშინებული ზუზუნი. მართალი გითხრათ, მეც გამეგო, მანამდე, რომ პანკისი საშიში რეგიონია, მედია პერმანენტულად იმას ავრცელებს, რომ პანკისელი ბოევიკები/ტერორისტები სირიაში არიან, პანკისიდან კიდევ ერთი გაიპარა სირიაში და ა.შ. მოკლედ, მედიამ უმთავრესად, საზოგადოების სტერეოტიპულ აზროვნების ჩამოყალიბებაზე კარგად იმუშავა. საქმე იქამდეც კი მივიდა, კინაღამ გადავიფიქრე, თუმცა საბოლოოდ მაინც წავედი, რადგან წლების განმავლობაში მინდოდა ამ ულამაზესი კუთხის ნახვა… Read the rest of this entry »

Advertisements
 

მ ი მ ა რ თ ვ ა ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას

mshenebloba 003მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, 2016 წ 29 აგვისტომდე.

ხელმოწერის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე:greenalt@greenalt.org

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს

ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას

2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“  ტერიტორიაზე, რამოდენიმე ხე მოიჭრა. ექსპერტებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხეები სრულიად ჯანმრთელი, ხოლო მათი მოჭრა – უკანონო იყო. ამის გამო, პროკურატურამ, „პარტიზანი მებაღეების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თბილისის მერიის მიმართვების საფუძველზე,  გამოძიება დაიწყო. პროტესტის ნიშნად, მერიის შენობასთან „პარტიზანმა მებაღეებმა“ პერმანენტული შიმშილობა დაიწყეს. Read the rest of this entry »