RSS

შშმ ახალგაზრდების საჭიროებაზე მორგებული სოციალური საწარმოს გახსნა

08 Aug

sxivi10 აგვისტოს ,  13 :00  გაიმართება  ,,სმენისა   და   მეტყველების    დარღვევის    მქონე      ბავშვთა     დახმარების    ასოციაციის’’    ხის     სოციალური  საწარმო “ს ხ ი ვ ი ს”  გახსნის პრეზენტაცია, რომლის    ფარგლებშიც  პირველად    საქართველოში არაფორმალური    განათლების    მეთოდებითა     და   ინდივიდუალურ   საჭიროებებზე მორგებული  მიდგომებით, შშმ   ახალგაზრდების    საჭიროებებზე მორგებული   სოციალური   სერვისის, ინტელექტუალური  შეზღუდვის   მქონე   პირთა  დასაქმების  მხარდაჭერითი  სისტემის   პილოტირება დიწყება.  იგი   მიმართული    იქნება შშმ ახალგაზრდების     ისეთ ცოდნასა და   კომპეტენციების  განვითარებაზე,   რომელიც   მათ შრომით   ეფექტიანობას,  კონკურენტუნარიანობასა  და     მხარდაჭერის  გზით  შრომით    ბაზარზე  მისაწვდომობასა   და    დასაქმებას   განაპირობებს.

პროექტი  საქართველოს     სპორტისა    და    ახალგაზრდობის     სამინისტროს სსიპ     ,,ბავშვთა   და    ახალგაზრდობის      განვითარების     ფონდის’’   დაფინანსებითა   და  თბილისის   მერიის     თანადაფინანსებით     ხორციელდება.  იგი  „ახლგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური ინკლუზიის/ჩართულობის მხარდაჭერის’’ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს,  ,,ბავშვთა და  ახალგაზრდობის ფონდის  პარტნიორობით,    ჩეხეთის განვითარების საგენტოსა  და  ჩეხური ორგანიზაცია- „ადამიანი გაჭირვებაში“, ერთად.

ინტელექტუალური  შეზღუდვის მქონე   პირთა სახელობო გადამზადება და დასაქმებადღეს სერიოზული პრობლემაა . სკოლის დამთავრების შემდეგ ამ კატეგორიის ადამიანებს ექმნებათ სერიოზული პრობლემა , ისინი მოუმზადებელნი არიან  რეალური ცხოვრებისთვის , არ აქვთ პროფესია   , რომ მიაღწიონ  ეკონომიკურ  განვითარებას  და ფინანსურ   თვითუზრუნველყოფას .

სამუშაო  ბაზარზე მაღალი კონკურენციის გამო , დამსაქმებლებს ურჩევნიათ, სამუშაოზე აიყვანონ ის ადამიანები, ვისაც მეტი შესაძლებლობები აქვთ. ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირები ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ  დასაქმება, მათ ესაჭიროებათ დამხმარე ალტერნატიული სერვისები , ფუნქციონალური მიდგომის პრინციპით ინდივიდის ძლიერ მხარეზე დაყრდნობით , მუტიდიციპლინური გუნდის შეფასების  საფუძველზე  სამუშაოს  ოპერაციებად დაყოფა , პროფესიული გადამზადება , მხადაჭერით დასაქმება და ამ გზით  გასვლა  შრომით  ბაზარზე . აღნიშნული  პრობლემებიდან  გამომდინარე, გადავწყვიტეთ  ხის  საწარმოს  შექმნა , სადაც შშმ  პირები  ინტელექტის  განმავითარებელი სათამაშოების  დამზადებას ისწავლიან . საწარმოს  ძირითადი  მიზანი  იქნება  მოგების რეინვესტირება  შშმ პირთა  თემში  არსებული   პრობლემების  მოგვარებისა  და  სოციალური  მიზნების  მისაღწევად . აღნიშნული  პროექტის განხორციელებით  ჩვენ შევძლებთ , გადავჭრათ   შშმ  ახალგაზრდების   პროფესიული უნარების  განვითარებისა  და  მათი  დასაქმების  პრობლემა .

ხის სოციალური საწარმოს ამოქმედება იქნება ორმხრივ სასარგებლო პროცესი , საწარმოში  დაიწყება ადგილობრივ დონეზე  ხის სათამაშოების წარმოება , რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის  სოციალური მიზნების მოგვარებასა და შშმ პირთა  დასაქმებას, შესაძლებლობების წარმოჩენას , საზოგადოების ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლას მათი დასაქმების შეუძლებლობაზე .

შეგახსენებთ, რომ  ,,სმენისა   და   მეტყველების    დარღვევის    მქონე      ბავშვთა     დახმარების    ასოციაცია’’  1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვების მშობლების მიერ.

ასოციაციის  მისიაა:  შშმ პირთათვის თანაბარი პირობებისა და  შესაძლებლობების შექმნა პროფესიული სახელობო გადამზადებისა და დასაქმების სფეროში, სოციალური მეწარმეობის განვითარება, შშმ პირთა  დასაქმება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

                    გთხოვთ, მობრძანდეთ და მხარი დაუჭიროთ შშმ პირებს!

( მის: მოსკოვის გამზირი N18, სამგორის გამგეობასთან , შესასვლელი ეზოდან , მე-3 სართული , სივრცე ადაპტირებულია ).

დიდი მადლობა სსიპ „ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს  “, თბილისის მერიას, ჩეხურ ორგანიზაციას „ადამიანი  გაჭირვებაში “ მხარდაჭერისათვის !

საკონტაქტო  პირი:  მაია    ასაკაშვილი -ასოციაციის      თავმჯდომარე.

                   ელ-ფოსტა:  asakashvili_maia@yahoo.com          მობ:  599  51 33 97. 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s