RSS

ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა

22 Jul

sidaდღეს, სასტუმრო ,,რედისონში,“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“. საქართველო-სომხეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავდნენ.

კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების (CED)“ ფარგლებში ჩატარდა და მას კერძო მეწარმეები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობების და ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენცია საქართველო-სომხეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების განხილვისა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ქონდათ ემსჯელათ ჩატარებული საბაზისო კვლევის შედეგების გარშემო, რომლის ძირითადი მიზანი ურთიერთმოსაზღვრე რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოსა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა იყო.  კვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა ის კონკრეტული სექტორები, რომლებსაც განვითარების, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთში ბიზნესის კეთების თაობაზე შედგენილი პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და ბიზნეს-კატალოგის პრეზენტაცია, რომელთა გამოცემაც სწორედ საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა.

„ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება, რაც პროექტშია გათვალისწინებული, წსრმოუდგენელია განხორციელეს პარტნიორობის გარეშე,“ – აცხადებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო(CiDA), აღმასრულებელი დირექტორიზ ვიად დევდარიანი.

კონფერენციას ესწრებოდნენ ასევე ალეკსეი სეკარევი – აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელი; თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; გოჩა ცოფურაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ჰასმიკ აზიბეკიანი – მხარდაჭერა ნოემბერიანს (SfN), თავმჯდომარე. ვაზგენ კარაპეტიანი – ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ჩრდილოეთის ფილიალი (EPF NB), დირექტორის მოადგილე, რომლის აზრით, უმნიშვნელოვანესია ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება,.

პროექტი, ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარება ხორციელდება საქართველოს მხრიდან სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ, სომხეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია „მხარდაჭერა ნოემბერიანსა“ (SfN) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ჩრდილოეთის ფილიალთან (EPF NB) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTC) ფარგლებში.

პროექტის მიზანია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება ქვემო ქართლსა და ტავუშის რეგიონებს შორის ინვესტიციების მოზიდვის გზით;  ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონების ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება ბიზნეს წარმომადგენლებს შორის მჭიდრო ურთიერთობის გზით; ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირება სამიზნე რეგიონებში არსებული ტრანსსასაზღვრო საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების შესახებ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s