ცირა გვასალია
ჟურნალისტი – Organized Crime and Corruption Reporting Project
ფოტოები: ოლიკო ცისკარიშვილი
წითელი ნუსხის ხეების მოჭრის სპეციალურ ნებართვებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიას” 600 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. საკომპენსაციოდ, კომპანიას გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენაზე კომპანია უარს აცხადებს. აჭარის მთავრობა კი ამბობს, რომ მათთან ტრანზაქციის დამადასტურებელი ქვითრები არ ინახება.
ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობა კომპანიას აჭარის მთავრობამ გაუწია.