RSS

Monthly Archives: აპრილი 2016

ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წელი

Cernobiliოლიკო ცისკარიშვილი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4-ე ენერგობლოკი 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა.

1986 წლის 25 აპრილს,  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა.საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. 29 აპრილს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის მეცნიერ-მუშაკებმა (მათი ბაზა განთავსებული იყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე) შენიშნეს ძლიერი ატომური გამოსხივება, რომელიც ღრუბელს აღმოსავლეთიდან, საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან მოჰყვებოდა. მომატებული რადიაცია იაპონიასა და აშშ-შიც დაფიქსირდა. ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ უცნობი ატომური გამოსხივების ცენტრი კიევის მახლობლად მდებარეობდა. Read the rest of this entry »

 

რა ხდება თუშეთისკენ მიმავალ გზაზე

tusetiiiასე გამოიყურება დღეს, თუშეთის გზა…

მკაცრმა ზამთრამა თავისი მოიტანა და გზები ქვაღორღმა და პატარ-პატარა მეწყერებმა ჩახერგა… გზის გასუფთავებას, ალბათ, უამრავი ტექნიკა დასჭირდება, არადა, თუშეთის სეზონი მალე დაიწყება.

Read the rest of this entry »

 

ლაბორატორიული ცხოველების მსოფლიო დაცვის დღე

Tagviდღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი მოძრაობა ცხოველებზე ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩატარების წინააღმდეგ.

24 აპრილი, ეკოლოგიურ კალენდარში, ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღედ არის აღიარებული. ეს დღე, 1979 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ ცხოველებზე მტკივნეული ექსპერიმენტების ჩატარების წინააღმდეგ დააფუძნა და მხარი გაერომ დაუჭირა.

Read the rest of this entry »

 

თსუ-ეკო კლუბმა დედამიწის დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სატყეო სექტორის გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა

13059752_10154160804524310_311090489_nდედამიწის საერთაშორისო დღეს, 22 აპრილს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სატყეოს ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილის – სამშრალიის (ზღვის დონიდან 1088 მ) ძირში ე. წ. ვაკნარის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე 2200 ძირი აკაციის ნერგი დაირგო.

Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 23/04/2016 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

მოწვევა სემინარში მონაწილეობის მისაღებად: მიწის საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში

mwvane alternativaასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე:“მიწის საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში”. სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
Read the rest of this entry »

 

ისტორიული ძეგლებისა და ღირშესანიშნაობების საერთაშორისო დღე

darTlo 032ამ დღესასწაულის დევიზი ეს სიტყვები გახდა: “შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული სამშობლო”.

ეს დღე 1982 წელს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს ასამბლეამ დაამტკიცა და მსოფლიოში 1984 წლიდან 18 აპრილს აღინიშნება. 1934 წელს გამოვიდა დადგენილება,რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა მოძველებულ და დიდი მასშტაბის ტერიტორიებზე ეკონომიკური მშენებლობები. Read the rest of this entry »

 

სტიქიის დროს დაზიანებული თსუ-ს ლაბორატორია აღდგენის მოლოდინში

ლაბორატორია5 აპრილს, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტმა მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისის, სტიქიურ პროცესთან დაკავშირებით, საველე ლექცია გამართა. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პედაგოგები, კურსდამთავრებული გეოგრაფები, კერძო სკოლა ,,პრომეთეს“ მოსწავლეები დაესწრნენ. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 05/04/2016 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

მანდაეთის უნიკალურ კარსტულ მღვიმეში ხანძარია

მღვიმეამ წუთებში გავტყობინებენ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში, ახალ აღმოჩენილ უნიკალურ კარსტულ მღვიმეში ხანძარი გაჩნდა. Read the rest of this entry »