RSS

Monthly Archives: მარტი 2016

ხანისწყლის ხეობის ტურისტული პოტენციალი

საწნახელიბაღდათის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ექსპედიცია მოეწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (EN/15/2015 ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში). Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 30/03/2016 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

დღეს, წყლის რესურსების საერთაშორისო დღეა

WalaaTi 0006წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს. Read the rest of this entry »

 

დღეს, ტყის საერთაშორისო დღეა

tye21971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება. Read the rest of this entry »

 

ცუცხვათის მღვიმოვანი სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს

ცუცხვათითბილისის კეძო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები და პედაგოგები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტმენტის ასისტენტ პროფესორ, გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილის ორგანიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში მდებარე, მსოფლიოში გამორჩეულ მღვიმოვანში მოეწყო საველე ლექცია მოსწავლეებისთვის მღვიმის მნიშვნელობის შესახებ.

Read the rest of this entry »

 

სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა

bza“სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამიშეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად”

ექსპერტების ცნობით, საქართველოში, ბუნებრივი გავრცელების არეალში, ბზა 95%-ით განადგურდა – აჭარაში, ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში,რაჭა-ლეჩხუმში ბზის უნიკალური, 100-200-წლიანი კორომები გახმა. მხოლოდ შარშან გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში მავნებელმა პეპელამ –ალურამ, 3 დღეში ასწლოვანი ხეები გაანადგურა, მათ შორის – დადიანების სასახლის ხეივანი. ბზის გადასარჩენად სახელმწიფო ორგანოებმა დაპარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთად დაიწყეს ზრუნვა. Read the rest of this entry »

 

რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმი

kazreTi 00618 მარტს ქ. თბილისში, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: დიღმის მასივი,ჩაჩავას ქ. #8, მე-3 სართული)  გაიმართება რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმი.

Read the rest of this entry »

 

თბილისის ზოოპარკს ცხოველები შეემატება

verblyud-1-e1457600908451-300x300თბილისის ზოოპარკს მალე აქლემი შეემატება, რიგის ზოოპარკი, მარტის ბოლოს, მასთან ერთად სხვა ცხოველებსაც გამოაგზავნის.

თბილისის ზოოპარკის დახმარების სურვილი, 14 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა გამოთქვეს. მაშინდელი ტრაგედიის შემდეგ, ზოოპარკის 600 მკვიდრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა. Read the rest of this entry »

 

დელფინის დაბადება :)

საინტერესო ვიდეო, დელფინის დაბადება

 

თსუ-ს გეოგრაფებმა ჟინვალის წყალსაცავში წყალმცირობის დროს გამოჩენილი ტაძრის ,,ჯვარი პატიოსანის“ მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

ჟინვალიმე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის მუნიციპალიტეტშ ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა. Read the rest of this entry »