RSS

სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა

11 Mar

bza“სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამიშეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად”

ექსპერტების ცნობით, საქართველოში, ბუნებრივი გავრცელების არეალში, ბზა 95%-ით განადგურდა – აჭარაში, ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში,რაჭა-ლეჩხუმში ბზის უნიკალური, 100-200-წლიანი კორომები გახმა. მხოლოდ შარშან გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში მავნებელმა პეპელამ –ალურამ, 3 დღეში ასწლოვანი ხეები გაანადგურა, მათ შორის – დადიანების სასახლის ხეივანი. ბზის გადასარჩენად სახელმწიფო ორგანოებმა დაპარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთად დაიწყეს ზრუნვა.

რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის წარმომადგენელი: – ჩვენი ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის ნაწილი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კვლევაც. მძიმე დასკვნა დაიდო. პრობლემისერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სოკოვანი დაავ­ადება ე.წ. ბზის სიდამ­წვრეა. თელავსა და სიღნაღში პირველად აღირიცხა “ბზის სიდამწვრის” ნიშნები.

ქობულეთის ფიტოპათოლოგიის ცენტრმა ეს დაავადება შეისწავლა და მისი გადაჭრის გზებიც დასახა, ქიმიური პრეპარატებით შეწამვლის გზით,თუმცა, გაირკვა, რომ დაცულ ტერიტორიებზე და ტყეებში ამგვარი მეთოდი არასასურველია.

დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ბმული: http://forestry.cenn.org/index.php/news/rezo-gethiashvili-momkhre-var-bza-sakarantino-nuskhashi-shevides-da-misi-transportireba-aikrdzalos.html

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s