RSS

ხანისწყლის ხეობის ტურისტული პოტენციალი

30 Mar

საწნახელიბაღდათის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ექსპედიცია მოეწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (EN/15/2015 ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში).

მიმდინარე წლის 26 მარტს ხანისწყლის ტურისტული პოტენციალის  შეფასების მიზნით, მოწყობილ მორიგ ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის უფროსი სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ალექსანდრე (სანდრო) მარუაშვილი; ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე; ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა; ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე, ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშომელი, კერძო კოლექციონერი შუქრი ნაკაშიძე; ფოტოგრაფი ანა ფხალაძე.

მდინარე ხანისწყლის ხეობაში მებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანი. სოფელ ხანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე მდინარის ხეობაში დაახლოებით 25 მეტრიანი ჩანჩქერი მდებარეობს, აქვე მახლობლად მდინარე ხანისწყალი ქვის თაღში გაედინება, მოსახლეობა ამ ადგილს ,,ქვახვრელებს“ უწოდებს. მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ჩანჩქერის სამხრეთით რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ერთ-ერთ ნასოფლარში, რომელსაც ქვედა ნოღა ქვია ზღვის დონიდან 950 მეტრზე წარმოდგენილია რამდენიმე ტონიანი ლოდები, ერთ-ერთ ლოდში გამოკვეთილია გამორჩეული ფორმის მქონე ქვის საწნახელი, რომელიც სამი განყოფილებისაგან შედგება და ქვის უბადლო ოსტატების მიერ  დაახლოებით შუა საუკენებში არის დამუშავებული. ლოდის გარშემო შეინიშნება ქვის დამუშავების კვალიც. ლოდის სიმაღლე დაახლოებით 1,8-2,0 მეტრია, სიგრძე კი 3,5 მეტრი, ხოლო სიგანე 4 მეტრს აღწევს. ქვის საწნახელში არის ამოკვეთილი ხვრელი, საიდანაც სავარაუდოდ გადმოედინებოდა დაწურული ღვინო, იქვე არის ქვევრის ნაწილი დუღაბით შემორჩენილი. ეს უნიკალური წარმონაქმნი ბუნებრივად განიცდის ინტენსიურ გამოფიტვას, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს ბოლო წლებში კედლები დაიშალა, გარემო პირობების ზემოქმედების გამო შესაძლებელია მომავალში მოხდეს ამ კულტურული მემკვიდრეობის ჯერ კიდევ აუღიარებელი უძრავი ძეგლის დაზიანება და განადგურება. უპირველად აუცილებელია მისი დაცვა, სპეციალისტების მიერ მოხდეს მისი შეფასება და დაიწყოს კონსერვაცია. აუცილებელია ამ ძეგლის პოპულარიზაცია, თუმცა ამ ძეგლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, რთულად გასავლელია და საჭიროებს გადაუდებელ აღდგენა-რემონტს. აუცილებელია საინფორმაციო დაფებისა და ტურისტული ბილიკების მოწყობა-მარკირება. სოფელი ხანი, რომლის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზევით მდებარეობს,  სოფლის პრობლემური სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ხვედრითი წილი 78 %, პრობლემური სასოფლო-სამეურნეო სახნავი კი შეადგენს 71%. 2002 წელს სოფელში ცხოვობდა 817, ხოლო 2014 წელს 526 ადამიანი,  მოსახლეობის ცვლილება -36 %. სოფელ ხანში და მის შემოგარენში არსებული ტურისტული რესურსების კარგად ათვისებისთვის აუცილებელია სოფელი ხანი შევიდეს ,,მაღალმთან დასახლებათა ნუსხაში“ შემავალ სოფლების ჩამონათვალში.

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 30/03/2016 in Uncategorized

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s