RSS

ლაბორატორიული ცხოველების მსოფლიო დაცვის დღე

24 Apr

Tagviდღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი მოძრაობა ცხოველებზე ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩატარების წინააღმდეგ.

24 აპრილი, ეკოლოგიურ კალენდარში, ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღედ არის აღიარებული. ეს დღე, 1979 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ ცხოველებზე მტკივნეული ექსპერიმენტების ჩატარების წინააღმდეგ დააფუძნა და მხარი გაერომ დაუჭირა.

თავდაპირველად, ის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების ხელმძღვანელობით აღინიშნებოდა, ხოლო დღეს, ამ დღესასწაულმა უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ და საკმაოდ ბევრი სოციალური აქტივისტი იბრძვის ცხოველთა უფლებების დაცვისთის. აღსანიშნავია, რომ ცხოველთა ექსპერიმენტებისთვის გამოყენება, ჯერ კიდევ ძველ დროს არსებობდა, მაგრამ ეს შემთხვევები მაინც ეპიზოდურ სახეს ატარებდნენ. ცნება, “ლაბორატორიული ცხოველები” მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა, როგორც ექსპერიმენტული ბიოლოგიის და მედიცინის სწრაფი განვითარების მაჩვენებელმა. ხოლო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებამ მეცნიერული თვალსაზრისით, ცალკე დამოუკიდებელი მიმართულებით ჩამოყალიბდა. დღესდღეობით, ლაბორატორიული ცხოველების გამოიყენებენ, ისეთი კვლევებისთის როგორებიცაა პათოლოგიური პროცესების, კოსმეტიკის, სიგარეტის, დანამატების, მედიკამენტებისთის ტესტირება. ამ კვლევების ძირითადი მომხმარებლები ფარმაცევტული და კოსმეტიკური კორპორაციები არიან.

ყველაზე ხშირად ექსპერიმენტებს თაგვებზე, კურდღლებზე, მაიმუნებზე და ძაღლებზე ატარებენ. ყოველწლიურად, ასობით ცხოველი კვდება ლაბორატორიებში. გარდა ამისა, ცხოველებს დამწყებ ვეტერინარებს ჰყავთ პრაქტიკის გასავლელად.

რა თქმა უნდა, თავიდან, ეს საკითხი ასეთი ყურადღებით არ სარგებლობდა, რადგან მასშტაბებიც ბევრად მცირე იყო. დღესდღეობით, ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მთავარია. ბევრმა მომხმარებელმა არც იცის, რა გამოიარა ცხოველმა, რათა მას ეს კონკრეტული კოსმეტიკა ან სხვა პროდუქტი მიეღო. ზუსტად იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ამ ცხოველებზე, გადაწყდა ამ დღის დაფუძნება და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის შექმნა.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია თვალყურს ადევნებს, რათა ცხოველებმა კარგ პირობებში შეძლონ არსებობა, ატარებენ მონიტორინგს. ბიოთეკა ასევე რელიგიური, მორალური, ფილოსოფიური და იურიდიული თვალსაზრსით, ცდილობს დაიცვას ცხოველთა უფლებები.

უკვე გასული საუკუნეში, ბევრ ქვეყანაში დაიწყო მძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება, რომელმაც შემდგომ ლოზუნგით “სილამაზე სისასტიკის გარეშე” იბრძოდა ცხოველების უფლებათა დაცვისთვის. ამის შედეგად, ბევრი კოსმეტიკური კომპანია მცენარეულ ნედლეულზე გადავიდა (ანუ ცხოველთა ინგრედიენტების გარეშე). დღეს, ასეთ ნაწარმს სპეციალური ლოგო ადევს, მაგალითად: კურდღელი წრეში და აწერენ “არ ტესტირდება ცხოველებზე” ან ნიშანი «V» (ვეგანი).

მსოფლიოს მასშტაბით, ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა, თქვეს უარი ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებაზე. სწავლების პროცესში, ისინი გამოიყენებენ იმ ცოველებს რომლებიც თავისი სიკვდილით გარდაიცვალნენ. ეს ყველაფერი, იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ბევრი სხვა ცხოველი გადარჩეს.

დიდ ბრიტანეთში, 1998 წელს, პირველი კანონი ცხოველთა დაცვის შესახებ მიიღეს, რომლის თანახმადაც, ცხოველებს ლაბორატორიაში ექსპერიმენტები არ ჩაუტარდებოდა. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ეს კანონი.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, შეუმოწმებელი (ცხოველებზე) პროდუქცია სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი კანონი და საბუთი შეიქმნა, რათა ცხოველთა უფლებები იყოს დაცული. აგრეთვე, გრძელდება ტესტირების ალტერნატიული ხერხების ძიება.

ამ დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით, ვივისექციის მოწინააღმდეგე აქტივისტები სხვადასხვა აქციებს და საგანმანათლებლო ლექციებს კითხულობენ, რათა საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად გაიცნოს და ყურადღება გაამახვილოს ამ პრობლემაზე. ნებისმიერი ცხოველის სიცოცხლე უნდა დაფასდეს და საზოგადოება უნდა გაუფრთხილდეს მათ. ამ პრობლემების გადაჭრაში პირველ რიგში, ადამიანური დამოკიდებულება დაგვეხმარება, რადგან ჰუმანიზმი ამ ცხოველების მიმართ დიდი როლს თამაშობს მათ გადარჩენაში.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s