RSS

Daily Archives: 26/04/2016

ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წელი

Cernobiliოლიკო ცისკარიშვილი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4-ე ენერგობლოკი 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა.

1986 წლის 25 აპრილს,  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა.საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. 29 აპრილს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის მეცნიერ-მუშაკებმა (მათი ბაზა განთავსებული იყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე) შენიშნეს ძლიერი ატომური გამოსხივება, რომელიც ღრუბელს აღმოსავლეთიდან, საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან მოჰყვებოდა. მომატებული რადიაცია იაპონიასა და აშშ-შიც დაფიქსირდა. ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ უცნობი ატომური გამოსხივების ცენტრი კიევის მახლობლად მდებარეობდა. Read the rest of this entry »