RSS

ისტორიული ძეგლებისა და ღირშესანიშნაობების საერთაშორისო დღე

18 Apr

darTlo 032ამ დღესასწაულის დევიზი ეს სიტყვები გახდა: “შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული სამშობლო”.

ეს დღე 1982 წელს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს ასამბლეამ დაამტკიცა და მსოფლიოში 1984 წლიდან 18 აპრილს აღინიშნება. 1934 წელს გამოვიდა დადგენილება,რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა მოძველებულ და დიდი მასშტაბის ტერიტორიებზე ეკონომიკური მშენებლობები.
ევროპაში ისტორიულ ძეგლებს გაცილებით უფრო ყურადღებით ეპყრობიან და იცავენ მათ, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაგალითად, საფრანგეთში არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, ისტორიულ ადგილზე ლანდშაფტის აღდგენითი სამუშაოებიი ჩაატარეს. ჩრდილოეთ ინგლისში, ფაქტობრივად ხელშეუხებლად გადაარჩინეს ადრიანეს კედელი, რომელიც რომის იმპერატორმა ადრიანემ იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრების დასაცავად ააშენებინა და რომელიც 117 კილომეტრზეა გადაჭიმული.

საქართველოში, კი უამრავი ისტორიული ძეგლი სამწუხაროდ, უპატრონოდაა მიტოვებული და დღითიდღე უარესდება მათი მდგომარეობა… მხოლოდ კახეთში 150 ძეგლია, რომლებსაც ბუნებრივი მოვლენები ყოველდღიურად ანადგურებს. თუმცა, ამ ძეგლების აღდგენა ან კონსერვაცია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სახელმწიფოსთვის და ტურიზმის განვითარებასაც მნიშვნელოვნად წაადგებოდა, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვისაც სარფიანი იქნებოდა…

ყოველ შემთხვევაში, გილოცავთ ამ დღეს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ისტორიული ძეგლების ბედი ისევე ტკივა, როგორც საქართველოს მომავალი…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s