RSS

გავულამაზოთ ახალი წელი “მუყაოს ოცნების ქალაქის” ბავშვებს

08 Dec

muyao 0014თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ეკოფაქტმა გადაწყვიტეს გაულამაზონ ახალი წელი “მუყაოს ოცნების ქალაქის” ბავშვებს. სტუდენტებმა უკვე დაიწყეს შეგროვება თბილი ტანსაცმლის, მათთვის საჭირო ნივთების და ა.შ. 

სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ აქციას და  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მისვლა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში (ე. ნინოშვილის 55).

სტუდენტები ფიქრობენ, რომ “მუყაოს ოცნების ქალაქში” საჩუქრებს 25 დეკემბერს ჩაიტანენ.

შეგახსენებთ, რომ  ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ყოფილ 53 სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ცხოვრების ორომტრიალს და უსამართლობას ვერ გაუმკლავდნენ. მუყაოს “ოცნების ქალაქში” ადამიანები, 2012 წლის ოქტომრიდან ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა ეკომიგრანტია, ზოგიც დევნილია აფხაზეთიდან, ზოგიც კი უბრალოდ, ძალიან გაჭირვებული, ანდა მოძალადე ოჯახის წევრებს გამოქცეული.

ყოფილი სამხედრო ნაწილის ტეროტორია 19 ჰექტარზეა გადაჭიმული, აქ ორი წლის წინ, მუყაოს და ცელოფნის პარკებისგან შეკოწიწებულ ქოხმახებში 300 ოჯახი ცხოვრობდა. შარშან 600 ოჯახი. წელს, კი მათი რიცხვი 700-მდე გაზრდილა. უკვე ბევრი პატარაც დაიბადა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებაში ბავშთა რაოდენობა 500-მდეა, და ისინი უკიდურეს გაჭირვებას უყურებენ ყოველ დღე თვალებში, თუმცა სოციალურად დაუცველი სტატუსის მცნება მაინც გაუგებარია და მუყაოს ოცნების ქალაქის ქოხმახებს გაყოლილ ბილიკებზე ერთმანეთთან თამაშით ირთობენ თავს.

ცნობისთვის, 500 000-ზე მეტი  ქალი და ბავშვი კვების დეფიციტს განიცდის.

აღნიშნული პრობლემებით წელიწადში საქართველოში 5 წლამდე ასაკის 300 ბავშვი იღუპება. კვების დეეფიციტი მწვავედ აისახება ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. 10 წლის განმავლობაში კვების დეფიციტმა ქვეყანას $ 1.3 მლრდ. ზარალი მიაყენა და 3400 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ  ეს ციკლი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, არამედ აბრკოლებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც.

შემოგვიერთდით, ერთად ვაკეთოთ სიკეთე!!! 

პატივისცემით, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s