გარემოს ეროვნულ სააგენტოს დღეიდან თამარ ბაგრატია უხელმძღვანელებს.
„ჩემი მიზანია ხელი შევუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას და რაც მთავარია, მოსახლოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გარემოში უწევს ცხოვრება,“ – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია.
ცნობისთვის, თამარ ბაგრატია 2002 წლიდან 2015 წლის მაისამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე – NALAG/USAID პროექტი – “კლიმატის ცვლილებისადმის ადაპტაციის და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია საქართველოს რეგიონებში” – ექსპერტი; OSCE/ODIHR – მოკლევადიანი კონსულტანტი; UN-Woman – მოკლევადიანი კონსულტანტი; ივ,ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ტრენინგებისა და განვითარების სამმართველო – წამყვანი სპეციალისტი; გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული ექსპერტი გენდერულ საკითხებში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი – მეცნიერ-თანამშრომელი ; ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი; ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტუდენტთა მომსახურების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; აღმოსავლეთ-დასავლეთ ურთიერთობების კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რეფერენტი; მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერის პროექტის ეროვნული ექსპერტი.
დამთარებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის სპეციალობა; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა – გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი – სპეციალობა: სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურიგეოგრაფია; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი – გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტისპეციალობა: სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურიგეოგრაფია (წარჩინების დიპლომი).
ფოტო: ჯემალ კასრაძის