თუშეთის დაცული ლანდშაფტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დღეს, ჩეხი ექსპერტები სამუშაო შეხვედრას მართავენ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან და ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან.
დაზუსტდა ამ ზაფხულს “შერჩევითი ღონისძიებების განხორციელება თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმიდან” -პროექტის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანების დეტალები. წელს ორი ტურისტული ბილიკი, დოჭუ-გოგრულთა-ილიურთა და ომალო-დართლო , ნაწილობრივ მოინიშნება, ბუნებრივ მასალაზე საღებავებით ნიშნულების დატანა, ხოლო გზის მაჩვენებლები ამ მონაკვეთებზე უკვე მომვალი წლიდან დაიდგმება. სამუშაოებს შეასრულებენ ჩეხი ექსპერტები, დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფი და ჩეხი მოხალისე სტუდენტები, რომლებიც ტრადიციულად უკვე რამოდენიმე ზაფხული ყოველ წელს ჩამოდიან თუშეთში.
ასევე მუნიციპალიტეტი გეგმავს ხიდების შეკეთებას გოგრულთის და ორეთის საფეხმავლო ბილიკებზე- ხახაბოს და ხოშანეს ხიდები.