RSS

საქართველო – სპეციალური სტატუსით IWINETC 2015-ზე

01 Apr

boTlebi01ღვინის ტურიზმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია (IWINETC)წელს მეშვიდედ, საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, გაიმართება 8-9 აპრილს, ხოლო 10 აპრილს ჩატარდება სამუშაო შეხვედრა პროფესიონალთა მონაწილეობით. წლევანდელი IWINETC-ის მთავარი მიმართულებები იქნება – პროფესიული განვითარება, კვლევა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ქსელური კომუნიკაცია და სხვ.

ღვინის ტურიზმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, გამოფენა და სამუშაო შეხვედრა ყოველ გაზაფხულზე ღვინისა და კულინარიული ტურიზმის მთავარი მოვლენაა მსოფლიოს მასშტაბით. ორდღიან ღონისძიებაზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემატიკის 30-მდე დისკუსიას, სიმპოზიუმებსა და სამუშაო შეხვედრებს, როგორც წესი, წარმოდგენილია, 300-ზე მეტი ღვინო, 45-ზე მეტი ქვეყნიდან.

საქართველოს ჰქონდა პატივი, გასულ, 2014 წელს ემასპინძლა კონფერენციისთვის თბილისში, წელს კი ღვინის ეროვნული სააგენტო IWINETC La Champagne-ში ერთ-ერთი მთავარი გმირის როლში წარმოგვიდგება, ოქროს სპონსორის სტატუსით.  კონფერენციის სპიკერები საქართველოდან იქნებიან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე,გიორგი სამანიშვილი (მოხსენების სათაური – „საქართველო – ღვინის აკვანი“) და Living Roots-ის ენოტურისტული პროექტის გუნდის წევრი, ჯონ ვურდემანი (მოხსენების სათაური – „მდგრადი ღვინის ტურიზმი – მრავალფეროვანი ადგილობრივი ტრადიციების აღნიშნვა და გაძლიერება“. კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ენოლოგები, ენოტურიზმის მკვლევარები, ენოტურისტული პროექტების ავტორები, ღვინის ჟურნალისტები და მწერლები აშშ-დან, ავსტრალიიდან, ხორვატიიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, არგენტინიდან, კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

http://vinoge.com/patara-WiqebiT/saqarTvelo-specialuri-statusiT-IWINETC-2015-ze

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s